მთავრობამ ფეხბურთელებთან შეხვედრის ღონისძიებაზე პრ...
“ოცნების” დეპუტატის, გია ვოლსკის თქმით, მთავრობამ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან შეხვედრის ღონისძიებაზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ მიიწვია. “არ მიგვაჩნია ჩვ...
|
ქვეყნებს შორის ურთიერთობა კაპრიზებს არ ეფუძნება და კაპრიზია, როდესაც სააკაშვილის მიმართ ასეთი დამოკიდებულებაა - მიუხედავად იმისა, რომ ის დამნაშავეა და მის მიმართ მოპყრობა სათანადოა, მაინც ხდება ყალბი მიზეზით გადაყვანის მოთხოვნა. საქართველო პირნათელია უკრაინის წინაშე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ელჩის მიერ უკრაინის დატოვების თაობაზე საუბრისას, ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ „წინააღმდეგობის გზა აირჩია“.
„ჩვენ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ჩვენი უკრაინელი დების და ძმების წინაშე. ეს არის ის მეგობრობა, რომელსაც საქართველო ყოველთვის აჩვენებდა უკრაინას, განსაკუთრებით ამ მძიმე წუთებში, რომელიც უკრაინას აქვს მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ.
სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების ნაწილმა სხვა გზა აირჩია - არა მეგობრობის, დაფასების და მეგობრობის ჩვენების გზა, არამედ გზა გარკვეული წინააღმდეგობის - ერთ ადამიანებზე კიდებენ ერების ურთიერთობას თავისი გადმოსახედიდან, ეს სამწუხაროა და უპირველესად უკრაინის ხელისუფლებას არ წაადგება. გადაწყვეტილება, რომელიც მოვისმინეთ, თავად უკრაინისთვისაა დამაზიანებელი. ვინაიდან პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებაშივე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო დაყენებული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. უკრაინას რუსეთთან არა მხოლოდ სამხედრო ომი აქვს მოსაგები, არამედ სამართლებრივი, სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოში. უკრაინის ხელისუფლების მხრიდან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, დააზიანებს თავად უკრაინის ხელისუფლების დამაჯერებლობას. ეს საზიანოა მათთვის. რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას - ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ შესუსტდება, როგორც აქამდე ვუჭერდით მხარს, ისე დავუჭერთ. ახალი არ არის დამოკიდებულება, რომელიც უკრაინის ხელისუფლების ნაწილს საქართველოს ხელისუფლების მიმართ ჰქონდა. დღემდე შეფარებული ჰყავთ კრიმინალები ადეიშვილის და ლორთქიფანიძის სახით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლებაა ის, ვინც არასწორად იქცევა. პაპუაშვილის განცხადებით, ომი რომ დასრულდება, „საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის ხელისუფლებასთან მკაფიო საუბარი ექნება“.
„უკრაინის ხელისუფლებაა ის, ვინც არასწორად იქცევა. უკრაინის ხელისუფლებაა ის, რომელმაც საქართველოდან გაიწვია ელჩი მაშინ, როდესაც ბელარუსშიც კი ჰყავდა ელჩი დატოვებული. უკრაინის ხელისუფლებაა ის, რომელმაც საქართველოს ელჩი ფაქტობრივად, გამოაძევა უკრაინიდან. ელჩი, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც კიევში დარჩა, არ შეუშინდა რუსულ ბომბებს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა კიევი დატოვა. გიორგი ზაქარაშვილს კიევის დატოვება უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მოუწია.
კერძოდ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს, უკრაინის საგარეო უწყებას დაავალა, საქართველოს ელჩს დაკავშირებოდა და 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებისა და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნების გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა.
“ოცნების” დეპუტატის, გია ვოლსკის თქმით, მთავრობამ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან შეხვედრის ღონისძიებაზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ მიიწვია. “არ მიგვაჩნია ჩვ...
“თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის ადგილზე, შესაბამისი სამსახურების მიერ საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე ჰექტარ ფართობზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობ...
ჩვენ ვუერთდებით ყველა ქართველ გულშემატკივარს და ვუხდით მადლობას ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის. რა ამაღელვებელი თამაში და ისტორიული გზაა. გისურვებთ კიდევ მრავალ წარმატ...
„სინამდვილეში, ამ ორი - სამი წლის განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეპუტაცია დაგვეცვა. ძალიან ხშირად, ამ წლების განმავლობაში, უსამართლო ...
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, 15 პოლიტიკური პარტიის 2023 წლის ფინანსური დეკლარაციების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 15-მა პარტიამ ...
„მინდა, მაქსიმალური პატივისცემა გამოვხატო ჩვენი მეტოქის მიმართ, რომელმაც პორტუგალიის წინააღმდეგ შესანიშნავი და ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. დავინახეთ, რომ ისინი ჩვენთან შეხვედრის შემდეგ ძალიან ...
“ერთიანობის ქარტია არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დოკუმენტი და ქართველი პროდასავლური ოპოზიციის ძალიან სერიოზული წარმატება. ბევრი საკითხი არის შეთანხმებული ამ დოკუმენტით, მაგრამ მთავარი მა...
კომენტარები