1 6 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

რუსებს რომ ჰგონიათ, კარგად გვიცნობენ, იქ ცდებიან… მშიშარას გარდა ყველაფერია ქართველი – ნათია ფანჯიკიძე

“რუსებს რომ ჰგონიათ, კარგად გვიცნობენ, იქ ცდებიან… მშიშარას გარდა ყველაფერია ქართველი “- ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე  ტელეჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“შარშან გაბუნიას მონოლოგი სამი რამის გამო არ მომეწონა, – მიუხედავად იმისა, რომ არცერთი ჩვენი მთავრობა რბილად რომ ვთქვათ გულზე არ მეხატება, უცხო ქვეყნის ტელევიზიამ რომ ეგეთი სიტყვებით მოიხსენიოს, იმ ქვეყანაზე და ტელევიზიაზე ვიტყვი, რომ ბანძები არიან და არ მომწონს როცა ჩვენზე შეიძლება იგივე აზრი გაუჩნდეს ვინმეს, როცა ეს ოფიციალურად ხდება და არა კერძო ლაპარაკში ან გულში რას ვფიქრობთ მტერზე. მტერზე უარესიც უნდა იფიქრო, ვინც არ ფიქრობს, იმას უფრო აკლია, მაგრამ მტრობასაც აქვს თავისი “კარგი მანერები”, რასაც მე ვაფასებ, სხვისთვის შეიძლება სულერთი იყოს. მეორე ის, რომ საშინელი რამ მოხდა, გავრილოვის გამო ბავშვები დაასახიჩრეს და გაბუნიას სიტყვების შემდეგ, მთელი ყურადღება მისკენ წავიდა, როგორც ჩვენ ხალხს ჩვევია, მთავარ არსზე, თუნდაც თავიანთ რეალურ გასაჭირზე ფოკუსის გასწორების ნაცვლად, ვიღაცის ერთ სიტყვაზე, ან ხუმრობაზე, ან ვიღაცის ოჯახის სასამართლო გარჩევაზე სრული ემოციური განმუხტვა და ნამდვილი, წინ მდგარი პრობლემების “გაქრობა”. მესამე, – იმ მომენტში ჩვენი მთავრობისკენ უნდა წასულიყო მთავარი გაფრთხილება და ბრაზი, რადგან მათ დაპატიჟეს გავრილოვი, მათ გაგვიბედეს და არა პუტინისკენ და ეს ფოკუსიც გადაიხარა. დღეს რათქმაუნდა, საერთოდ არ მაინტერესებს, “ჩემი გემოვნებისთვის” მოსაწონი იყო თუ არ იყო რომელიმე სიტყვა. რამდენად პატარა უნდა იყოს ადამიანი, რომ წელიწადი არ დაავიწყდეს “ვიღაც ბიჭის” გინება და მკვლელობა შეუკვეთოს, ან გვაჩვენოს, რა ყოჩაღია, რომ “გინებას არ შეიწერს და ჭკუით იყავით ქართველებოო” გვითვლის. რუსებს რომ ჰგონიათ, კარგად გვიცნობენ, სადღაც იქ ცდებიან, სადაც სრულიად ირაციონალურები და გაუთვლელები ვართ. მშიშარას გარდა ყველაფერია ქართველი.”- წერს ნათია ფანჯიკიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:26

    ,,რუსები არ ჩერდებიან. ამჯერად, გრემისხევის თავზე...

    რუსები არ ჩერდებიან.  ამჯერად, გრემისხევის თავზე მოაწყვეს რადიო-ელექტრონული დაზვერვის სპეც სადგომი, რომელიც გამოიყენება სპეციალური სადაზვერვო მანქანის საპარკინგე ადგილად.    ასეთი ტიპის...

  • 14:40

    ,,9 წელი ვეძებე.. ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,...

    9 წელი ვეძებე,და ამ ჯგუფის წყალობით ვიპოვე,მადლობა კიდევ ერთხელ თამუნა მუსერიძეს და მის გუნდს..გუშინ ჩემი ძალებით გავარკვიე ბიოლოგიური მამის ვინაობაც და ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,როც აღმოჩნდა რომ...

  • 13:32

    სახლთან მოაწყეს ჩასაფრება, სადარბაზო ააჭრელეს წარწ...

    ბევრი მირეკავს, მწერს, მეგობრებო კარგად ვარ, გამთენიამდე სახლთან მოაწყეს ჩასაფრება, სადარბაზო ააჭრელეს წარწერებითა და პლაკატებით.  ძალიან მალე დამკვეთები შემსრულებლებთან ერთად დადგებიან და საკუთა...

  • 14:04

    პირობას გაძლევთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ პირ...

        🇬🇪🇪🇺 რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპა! ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს? თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში რომ თავისუ...

  • 12:08

    ,,მეც მეშინია რო ხმის ამოღების მერე რამეს დავკარგა...

    ვინც ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ... ან ვერ იღებთ.. იცოდეთ   მეც მეშინია რო ხმის ამოღების მერე რამეს დავკარგავ...    მეც მეშინია რო შეიაძლება ცხოვრება გამირთულდეს... ან ერთი გზით იძიონ შ...

  • 11:39

    არა რუსეთს ❌ პ.ს მადლობა არავინ გადამიხადოს რადგან...

    ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაზე "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ "რუსულ"კანონპროექტს ეხმაურება: არა რუსეთს ❌    საქართველოს გზა ევროპაშია ✊   პ.ს მადლობა არავინ გადამიხადოს რადგან იმას ვამბობ...

  • 12:23

    გიორგი კეკელიძე დაქორწინდა...

    გიორგი კეკელიძე დაქორწინდა. მისი რჩეული მარიამ სოსელიაა. ის ერთ-ერთი კომპანიის მარკეტინგის მენეჯერია.    „დღეს 40 წლის გავხდი და დავქორწინდი“ - წერს მწერალი სოციალურ ქსელში. ...