1 2 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა მეც მინდა

მეც მინდა, მართლა მინდა. შეიძლება, ჩემი წინადადება უცნაურად ჟღერს, მაგრამ ვასაბუთებ, რისთვის მინდა ამის გაკეთება. გეგმაც კი მაქვს, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელია, ოპოზიციური ერთობა შედგეს ან იყოს ფაბულა, რომელზეც შეიძლება დისკუსიის დაწყება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „თქვენც გსურთ, გახდეთ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე?“.

„ვამბობ, მეც მინდა, მართლა მინდა. მართლა მძიმე სიტუაციაშია „ნაციონალური მოძრაობა“, არაფერი სახუმარო აქ არ არის. შეიძლება, ჩემი წინადადება უცნაურად ჟღერს, მაგრამ მე ხომ ვასაბუთებ, რისთვის მინდა ამის გაკეთება. ვამბობ, სინამდვილეში, რა არის გასაკეთებელი, გეგმაც კი მაქვს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია, ოპოზიციური ერთობა შედგეს ან იყოს ფაბულა, რომელზეც შეიძლება დისკუსიის დაწყება. ნებისმიერ თემაზე რეალურ ლაპარაკს დავიწყებ. სააკაშვილის გათავისუფლება მათ შორის, რა თქმა უნდა, იქნება თემა. ალბათ ერთ-ერთი მთავარი თემა, ოღონდ, გასაგები უნდა იყოს, ვინ არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას. ახლა ხომ გაუგებარია. ახლა ხომ სააკაშვილია რეალურად ყველაფერი. ფაქტობრივად, ეს თამაში ახლა ხომ გავს, რომ სააკაშვილი მართლა ან ცუდად არის ან რეალურად უნდა ქართული პოლიტიკური სივრციდან გასვლა და ამ უზარმაზარ ორგანიზაციას, თავისი უზარმაზარი მხარდაჭერით, უბრალოდ, პატრონი არ ჰყავს, ანუ უპატრონოდ დარჩება. რომ შეხედოთ, ხომ ეს პროცესი მიმდინარეობს? იგივე ერთობის იდეა, რომელიც გაჟღერდა სხვა პარტიების მიმართ, ხომ იგივეს ისახავს მიზნად. თუ ეს ხალხიც იგივეს ისახავს მიზნად, მოდით, ვთქვათ, ვის რა წარმოგვიდგენია, როგორი წარმოგვიდგენია ქართული ოპოზიციის მომავალი“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები