0 5 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ზურა ტარყაშვილის მკვლელობისთვის დაკავებულ ირაკლი აგლაძეს სააპელაციო სასამართლომ 18 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 2011 წელს, რუსთაველის გამზირზე მომხდარი მკვლელობისათვის დაკავებულ ირაკლი აგლაძეს, 18 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.  

სასამართლომ, აგლაძე დამნაშავედ სცნო დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის. ირაკლი აგლაძე ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისათვის, 2011 წლის 25 ოქტომბერს დაუსწრებლად მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, რადგან მიმალვაში იყო. თუმცა, იგი, რამდენიმე თვის წინ დააკავეს და მისი საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდა. სასამართლომ, სრულად გაიზიარა მის მიმართ წარდგენილი ბრალდება და მას 18 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

შეგახსენებთ, რომ ზურა ტარყაშვილი 2011 წლის 17 ოქტომბერს მოკლეს. მისი მკვლელობისათვის, აგლაძის გარდა, კიდევ 2 პირია მსჯავრდებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები