0 9 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“სკოლებიდან სწავლა სახლებში გადაინაცვლებს, ზუსტად რომ არ ვიცოდე, არ დავწერდი…”

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“მოკლედ, სრულიად წარმოუდგენელი ამბავია – კერძო სკოლის დაბალი კლასების მოსწავლეთა მშობლებს სურთ, რომ ბავშვები კერძო სახლში შეიკრიბონ და იქ ჩაატარონ გაკვეთილები. 

მშობლების ამ ინიციტივას ფრთხილად შეხვდნენ მასწავლებლები. ამიტომ, სამინისტროში წავიდნენ და ნებართვა სთხოვეს – აბა, თუ გამოიცნობთ რა უთხრეს სამინისტროში. შეგიძლიათო, ანუ მთავარია, ჩვენი პასუხისმგებლობა არ იყოს და რაც გინდათ ის გიქნიათო. 

ე.ი. მოწესრიგებული სკოლებიდან, სადაც ბავშვები შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად იქნებიან დაცულები, სწავლა იატაკქვეშეთის არაფორმალურ სკოლებში გადაინაცვლებს, სადაც უსაფრთხოების ზომები ვერანაირად ვერ იქნება მღებული. (ეს ამბავი ერთი სკოლის მაგალითზე ზუსტად რომ არ ვიცოდე, ამ პოსტს არ დავწერდი) 

ხოდა, მეგობრებო, ახლა თქვენ თვითონ დაასკვენით როგორ სახელმწიფოში ვცხოვრობთ!”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები