0 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რატომ დაჭრეს ზურაბ ზვიდაური? - წარსულში მომხდარი კონფლიქტის გაგრძელება

 

 ოლიმპიური ჩემპიონი და ვეტერანი ძიუდოისტის ზურაბ ზვიდაური ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 ზურაბ ზვიდაური და მისი მეგობარი ახმეტის რაიონული საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ორივე მათგანს ცივი იარაღით ჭრილობები გულ-მკერდის არეში გუშინ, გვიან ღამით მიაყარეს.

 დაპირისპირების მიზეზად ყოფილ დეპუტატსა და გიორგი ქისტაურს შორის წარსულში მომხდარი კონფლიქტი სახელდება, რა დროსაც საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე თვეში ქისტაურმა სპორტსმენის საცხოვრებელ სახლს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. მაშინ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ახალგაზრდა კაცი პოლიციამ მალევე დააკავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები