1 3 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მიზანი მოსახლეობის ფინანსურად დამოუკიდებელი ნაწილის საზოგადოებიდან განდევნაა – ია ანთაძე რუსულ კანონზე

“მიზანი მოსახლეობის ფინანსურად დამოუკიდებელი ნაწილის საზოგადოებიდან განდევნაა” – ასე ეხმაურება, ჟურნალისტი ია ანთაძე, ხალხის ძალის მიერ ინიცირებული კანონპროექტს “უცხოური აგენტების” შესახებ

ჩვენი საზოგადოების არაერთ წევრს საკუთარი აზრი აქვს ჯერ არმიღებულ კანონზე „უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ“ და, საბედნიეროდ, ბევრი მათგანი ამ აზრს საჯაროდ გამოთქვამს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს მოქალაქეების უდიდეს უმრავლესობას არ აქვს უცხოური შემოსავალი, შესაბამისად, ფიქრობს, რომ ეს კანონი მას არ ეხება და არც იცის, ვისი მხარდაჭერა უფრო სამართლიანია – კანონის შემომტანების, თუ ამ კანონით აღშფოთებული ადამიანების.

მეც ჩემს აზრს გეტყვით. კანონის ძირითადი მიზანი ვერ იქნება ორგანიზაციების შემოსავლების გაკონტროლება. წინასწარვე ცნობილია, რომ ჩვენთან არასამთავრობო ორგანიზაციები სრულად უცხოური გრანტებით არსებობენ – აქ საკვლევი არაფერია.

თავიდანვე ვიტყვი, რომ საზოგადოების სწორედ ეს ნაწილი – რომლის საქმიანობა უცხოეთიდან ფინანსდება და ჩვენს ხელისუფლებაზე ფინანსურად დამოკიდებული არ არის – ბევრად თავისუფალია საკუთარი აზრის გამოთქმაში, კრიტიკაში, ოპონირებაში, ვიდრე საზოგადოების მეორე ნაწილი, რომელიც ხელფასს საქართველოს სახელმწიფოსგან იღებს. ამიტომ, სწორედ ამ სოციალურად თავისუფალ ადამიანებს კანონი გააფორმებს, როგორც უცხო ქვეყნის გავლენის აგენტებს – ანუ გააძევებს, გარიყავს საზოგადოებისგან. მოსახლეობა გაიხლიჩება „აგენტებად“ და „არააგენტებად“; „აგენტები“ იქნებიან სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარები ჩვენს საერთო სამშობლოში და, ესე იგი, უცხოები, საშიშები და, რაც მთავარია, მატყუარები. მათი დაჯერება და ნდობა არ შეიძლება, რადგან, კანონის მიხედვით, ისინი სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან.

ასე რომ, კანონის მთავარი მიზანი მოსახლეობის ფინანსურად ყველაზე დამოუკიდებელი ნაწილის საზოგადოებიდან განდევნა და მათ მიმართ ნდობის ნულამდე დაყვანაა. შესაბამისად, „აგენტების“ მხრიდან ხელისუფლების კრიტიკაც არასდროს გაზიარებული აღარ იქნება მოსახლეობის უმრავლესობის მიერ.

შემდეგი შედეგი შეიძლება ის იყოს, რომ „აგენტების“ ნაწილს ნერვებმა უმტყუნოს და ქვეყანა დატოვოს. მით უმეტეს, რომ მათი უნარები და ცოდნა სხვა ქვეყნებში დამკვიდრებისთვის, დიდწილად, საკმარისია. ესე იგი, შეიძლება, წლების შემდეგ მივიღოთ კრიტიკისგან სრულიად დაცლილი ქვეყანა და მოსახლეობა, რომელიც მუდმივად ერთსა და იმავე გუნდს ირჩევს ხელისუფლების ყველა შტოში.

ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს კანონი ეხება ყველას, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს და ვისაც ამ ქვეყანაში ცხოვრება უნდა. უცხოელები გიჟდებიან საქართველოზე და წესით, ჩვენც უნდა გვიყვარდეს. უნდა გვიყვარდეს კი არა, ნამდვილად გვიყვარს. ათვლის ამ წერტილიდან ყველა ზუსტად დაინახავს, რას და რატომ უნდა დაუჭიროს მხარი” – წერს ანთაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები