1 8 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"დედის გინებაზე მეტი შეურაცხყოფაა, როცა პარტიებზე სულის მიყიდვას მაბრალებენ" - ზაზა სარალიძე

"ერთი რამ კარგად მინდა გაითავისოს ამ ხალხმა, ჩემთვის დედის გინებაზე მეტი შეურაცხყოფაა, როდესაც ხალხი იმ აზრს აფრქვევს, რომ მე ჩემი შვილის სული ვინმე პარტიას მივყიდე და მაბრალებენ რაც არ ვარ და გამიკეთებია." - ასე ეხმაურება ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის მამა იმ ადამიანებს, ვინც მის მიმართ პოლიტიკურად მოტივურებულ განცხადებებს აკეთებს.

"ჩემი სადისტურად მოკლული შვილი ჩემთვის ჩემ ცხოვრებაზე წინ დგას და იდგება მუდამ.
ქვეყნის მოღალატედ რომ გამომაცხადონ და უკანასკნელი ადამიანის სახელიც რო დამჩეს მის სულში ჩაფურთხებას არავის არ ვაპატიებ.

დღემდე მტანჯავს ის შეგრძნება რასაც ჩემი შვილი გრძნობდა როდესაც ტოვებდა ამ ქვეყანას.როდესაც შველას ითხოვდა და ყველამ მიატოვა. ცხოვრებას დავთმობ დრო რო უკან დამაბრუნებინა და მის გვერდით მამყოფა იმ დროს, როცა ბოლო სიტყვებს ამბობდა რო მეთქვა, მამი აქ ვარ და ნუ გეშინია.

ყველა ლოცვის დროს ვიწყებ, უფალმა არავის გამოაცდევინოს, როცა შვილი სულს ებრძვის და ვერაფერს შველი.

ჩვენი სულები ვერასდროს დამშვიდდება, მაგრამ სიმართლეს მაინც მივაღწევთ და მერე მშვიდად წავალთ ჩვენ შვილებთან" - წერს ზაზა სარალიძე ფიესბუქის გვერდზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები