1 8 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ზუზიკ, ლიფტში გაგიშეშებია წამი.. ნუ გეშნია! ჩვენები გელოდებიან,გულში ჩაგიკრავენ"-განო მელითაური

განო მელითაური სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ზუზიკ, მე ბაკურიანში ვარ ბავშვებით ...ლიფტში გაგიშეშებია წამი. ეს სისულელე რომ წავიკითხე წელი გამიშეშდა და სიცხემ მომცა. ვზივარ გაშეშებული წელით და ყველა მომენტის აღდგენას ვცდილობ 16 წლიდან მოყოლებული!მაინც რა სულელპეტრე ხარ ლიფტი რამ მოგაფიქრებინა?! ბოლოს რომ გნახე მივხვდი დაღლილი იყავი მეგობარო.სულ მეფიქრებოდა ,ვაითუ ვეღარ გაუძლოსთქო ...ნუ გეშნია! ჩვენები გელოდებიან,გულში ჩაგიკრავენ, ლამაზ სახლში წაგიყვანენ ,სადაც არ არსებობს დრო და მატერია, ქირის თანხა, შეუსრულებელი როლები და ბოროტი უგულო შურიანი და ზერელე ადამიანები! იქ ერთი დიდი სივრცეა ქარიზმატული გულებისთვის და აბა შენ იცი, სისულელეების ჩადენაში ტოლი არ დაიყენო!

უბრალოდ იცი რაზე ვბრაზდები? ძალიან ადრე იყო ლიფტის ამბავი, რამდენჯერ გვიცინია ამ ყველაფერზე გახსოვს? და სულ რომ მემალებოდი ბოლოს,ყელში გქონდა ჩემი ლექციები...და მოტივაციის ასამაღლებელი პათეტიური ტექსტები, თითონაც რომ არ მჯეროდა და წინადადების დასრულებამდე ერთად ვიგუდებოდით სიცილით! 

მაპატიე,რომ ვერ გადაგარჩინე, ვერ დაგეხმარე რეალიზებაში, რადგან ეს ერთადერთი იყო რაც გულით გინდოდა, სხვა ყველა ცუდი შენი უდიდესი ტალანტის ციხეში ჩასმის ბრალი იყო...არაფერი გჭირდა ჩვენი დასახმარებელი...აქეთ დაგვეხმარებოდი ამის საშუალება რომ მოეცათ..მაპატიე "ბოლო გზა" და სახალხო დატირება აღემატება ჩემს ძალებს, მანდ ვერ დაგინახავ... შენ ეს ყველაზე კარგად იცი! მე შენ ცოცხალი მემახსოვრები,დროებით ცისფერ ბურთში მეგობარო...............უკვე ძალიან დავცოტავდით ....

..მძულხართ ყველა, ვისაც მისი დახმარება შეეძლო და არ დაეხმარა, რეჟისორები, განსაკუთრებით ისენი პერფექტობას რომ თამაშობთ და ნახევარი თბილისი რომ ჩაალპეთ ბიოში უგულოები და უმრწამსოები ხართ ! თქვენთვის არაფერი არსებობს ფულის და საკუთარი ინტერესების გარდა! არ დამავიწყდება არასდროს ერთ ერთ მსახიობს მეგობარი დაეღუპა საკუთარ დაბადებისდღეზე *თავი ჩამოიხრჩო) და ალკოჰოლის მიღების გამო გააგდეთ როცა თავად ჩალპით ნარკოტიკებში, დაეღუპა მამა და გახმოვანებაზე მიიყვანეთ სახლში ჯერ არ გადმოსვენებული ადამიანის ფონზე! უნამუსოები ხართ ყველა ტელევიზია და პროდიუსერი, ვისაც ელემენტალური სამსახურის მიცემა შეგეძლოთ და არ მიეცით, მოტივით რომ ხასიათი არ ჰქონდა კარგი, ჰქონდა პრობლემები ეს ორობლემები ამის გამო ჰქონდა რომ დაატყვევეთ და გაჭირვებაში ამოხადეთ სული! ყველა მისი ნათესავი და შეძლებული ამხანაგი დღეს მოჩვენებით ცრემლებს რომ ღვრით !ვინც ფეხებზე დაიკიდეთ ! ყველა, ვინც ხელს უწყობდით ცუდად ყოფილიყო,რათა თავად კარგი დრო გაგეტარებინათ!

ჩვენ ვაკეთებდით ყველაფერს რაც შეგვეძლო ამ რეალობაში, მე პირადად სიყვარულის და დარიგებების გარდა აღარაფერი შემეძლო მნიშვნელოვანი *რაც რეალურად შეუმსუბუქებდა ყოფას) მისთვის მიმეცა ბოლო პერიოდში რადგან ჩამოვშორდი კინოს ტელევიზიას და ყველაფერს რაც წინა ცხოვრებას გამახსენებდა.!

. რამდენ ადამიანს ყვარებიხარ,როგორ ვერც ერთმა ვერ მოვიცალეთ შენთვის?..

პ.ს. Nini Dedalamazishvili ძალიან მიყვარხარ იმიტომ, რომ ბევრი მცდელობა გქონდა და ნამდვილი მეგობარი იყავი ზუზუსთვის , და ახლა მანდ ყოფნა შეძელი მე ეს აღარ შემიძლია .....გაშეშებული ვზივარ და 3 ბავშვს ვერ ვტოვებ....ჩემი გული ხარ ნინი!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები