საზოგადოება
14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება
2021-08-12 17:17:19
14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება,- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კერძოდ, მუნიციპალური ტრანსპორტი ამ პერიოდში აღარ იმოძრავებს, თუმცა შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.
კომენტარები