0 3 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრში :კუკარაჩას“ პრემიერა გაიმართა

ჩამოტვირთვა

ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრში "კუკარაჩას" პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი, რომელიც "კუკარაჩას" დამდგმელი რეჟისორის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის შალვა გაწერელიას ხსოვნას ეძღვნება, რეჟისორმა ოთარ ბაღათურიამ აღადგინა. წარმოდგენა ორმოქმედებიანია და მასში 20-ზე მეტი მსახიობი თამაშობს. სპექტაკლის აღდგენა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მიერ დაფინანსდა. პრემიერის გარდა, მოზარდმაყურებელთა თეატრის ფოიეში შალვა გაწერელიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენაც გაიხსნა, სადაც ფოტო-საარქივო მასალა, აფიშები, სპექტაკლების მაკეტები და ესკიზებია წარმოდგენილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები