0 0 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსეთი რევოლუციის მოლოდინში - ქვეყანაში აქციები გრძელდება

ჩამოტვირთვა

„ერთი ყველასათვის ყველა ერთისათვის“ - რევოლუციის სამშობლო საფრანგეთიდან ამ ცნობილმა ლოზუნგმა ახლა რუსეთის ქუჩებში გადაინაცვლა. რუსი ოპოზიციონერები ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით ისევ ქუჩაში არიან, თუმცა რუსი სამართალდამცავები მათ სცემენ, აპატიმრებენ და ძარცვავენ კიდეც. გამთენიისას ომონმა “ბარიკადნაიას” მეტროსთან შეკრებილი აქტივისტები გააღვიძეს და ძალის გამოყენებით დაშალეს. სამართალდამცავების ავტობუსებს ოპოზიცია შეძახილებით და სტვენით შეხვდა. მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო რაც მომიტინგეებმა სამართალდამცვების ავტობუსები ალყაში მოაქციეს და გზის გადაკეტვა სცადეს. შეტკაებების დროს 30ზე მეტი აქტივისტი დააკავეს. მოგვიანებით მათი უმრავლესობა გაათავისუფლეს, თუმცა ამ დრომდე დაკავებულია ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ილია იაშინი. ოპოზიციის წევრებს საინფორმაციო ცენტრიც დაუნგრიეს, სადაც მომდევნო აქციების თარიღი და დრო იგეგმებოდა. ასევე წაართვეს საკვების მარაგი და ფული. აქტივისტებს 250 000 რუბლზე მეტი ჰქონდათ შეგროვილი. მოგვიანებით დეპუტატმა დიმიტრი გუდკოვმა და ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა სამართალდამცავებთან მოლაპრაკეები დაიწყეს. მათ სამართალდამცავებისგან პირობა მიიღეს, რომ აქცია აღარ დაირბეოდა თუკი, მომიტინგეები საზოგადოებრივ წერიგს დაიცავდნენ. მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის გადაწყვეტილება ბასმანის სასამრთლომ გუშინ მიიღო. მშვიდობიანი მომიტინგეები “ჩისტაია პრუდიდან” გააძევეს, მათ კი მსვლელობით “ბარიკადნაიას” მეტროსთან გადაინაცვლეს და იქ დაბანაკდნენ. მომიტინგეები ამ დრომდე არ იშლებიან და აქციის გაგრძელებას უვადოდ აპირებენ. რუსი ოპოზიციონერები კი სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეებზე საუბრობენ. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ილია პანამარიევმა საკუთარი ტვიტერის გვერდზე დდტ-ეს კომპოზიცია სახელწოდებით „სამოქალაქო ომის წინასწარმეტყველება“ გამოაქვეყნა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები