0 7 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ფერმერი ავთანდილ მარაქველიძე ყვარელში საკონსერვო საწარმოს გახსნას აპირებს

გაზაფხულის დადგომა ყველა ფერმერისთვის ბუნების გამოღვიძებასთან არის დაკავშირებული, იმისათვის, რომ წლის ბოლოს მოსავალი კარგი მიიღო,  გადამწყვეტია როგორ დაიწყებ წელს, ამიტომაც საგაზაფხულო  სამუშაოებს დიდი მნიშვნელობა აქვს.

ყვარლის რაიონში, ავთანდილ მარაქველიძის მეურნეობაში საგაზაფხულო სამუშაოები ინტენსიურ ფაზაში შედის. 10 ჰა მიწის ფართობზე ძირითადად ბოსტნეული კულტურები მოჰყავთ, მაგრამ არასტანდარტული, ქართული ბაზრისთვის ჯერ კიდევ უცხო სახეობები და ჯიშები. სათესლე მასალას შვეიცარიული და ჰოლანდიური კომპანიებისგან ყიდულობენ და ასე მოჰყავთ კახეთში 60 -მდე სხვადასხვა სახეობის ბოსტნეული, განსხავებული ხარისხის და გემოვნური თვისებებით.

„ჩვენს მეურნეობაში ნახავთ ბოსტნეულის და ხილის ყველაზე გავრცელებული სახეობების არასტანდარტულ ვარიაციებს, ეს იქნება პომიდორი, კიტრი, წიწაკა, ყაბახი, საზამთრო, ნესვი და მრავალი სხვა. მაგალითად, შარშან 13 სხვადასხვა სახეობის საზამთრო მოვიწიეთ. გვაქვს მინი კიტრები, ცხარე ჰალაპენიო, მრავალნაირი პომიდორი ჩერი და სალათის სახეობა აისბერგი,“ - ავთანდილ მარაქველიძე, კოოპერატივის დამფუძნებელი.

ყვარელში მოყვანილ ე.წ. აისბერგს, რომელიც სალათის ფურცლის ძალიან პოპულარული სახეობაა, მთლიანად ქართული „მაკდონალდსი“ ყიდულობს, შარშან ავთანდილ მარაქველიძემ 80 ტონამდე აისბერგი  მოიწია. სხვა ბოსტნეულს და ხილს კი ძირითადად ქსელურ ჰიპერმარკეტებში ნახავთ.  

შარშან კოოპერატივმა თიბისის ფინანსური მხარდაჭერით ევროპული სტანდარტების სამაცივრე მეურნეობა ააშენა, სადაც მიღებული მოსავლის შენახვა ხდება. ავთანდილ მარაქველიძე ამბობს, რომ კოოპერატივი სამომავლოდ საწარმოს გახსნასაც გეგმავს, სადაც მათ მიერ მოყვანილი ბოსტნეულის ზოგიერთი სახეობის კონსერვები დამზადდება. ყველაფერი კი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის - Global GAP (Good Agriculture Prasctice – კარგი სოფლის მეურნეობის პრაქტიკა) დაცვით ხორციელდება.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები