0 2 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ტრამპის მოგების შემთხვევაში უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება, ჩვენი რეგიონი დამშვიდდება, საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება - კობახიძე

“ვერავის არჩევნებში ვერ ჩავერევით, მით უმეტეს ამხელა ქვეყნის ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენ ვერანაირად ვერ ჩავერევით, ეს არ არის ჩვენი საქმე. ერთადერთი რაც შეიძლება ითქვას, ტრამპი თუ გაიმარჯვებს არჩევნებში, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება და შესაბამისად, უფრო მალე დამშვიდდება ჩვენი რეგიონი, რაც შეცვლის დამოკიდებულებას კონკრეტულად საქართველოს მიმართაც. თუ იქნება რეგიონში მშვიდობა, საქართველოს მიმართაც დამოკიდებულებაც შეიცვლება, ეს არის ერთადერთი რაც შეიძლება, ითქვას ამასთან დაკავშირებით, დანარჩენი არის ამერიკელი ხალხის არჩევანი”,

აცხადებს ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები