მთავრობამ ფეხბურთელებთან შეხვედრის ღონისძიებაზე პრ...
“ოცნების” დეპუტატის, გია ვოლსკის თქმით, მთავრობამ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან შეხვედრის ღონისძიებაზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ მიიწვია. “არ მიგვაჩნია ჩვ...
|
საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის, გოგა მელიქიძის განცხადებით, დასაქმებულებს საპენსიო აქტივების ინვესტირებისას საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლა, კანონის ცვლილების შემდეგ, ნებისმიერ დროს, 7 სექტემბრის შემდეგაც შეეძლებათ, თუმცა „არჩევანის შემდეგ არის 12-თვიანი დაკეტვის პერიოდი“.
როგორც ის გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, მოქალაქეებს სურვილის შემთხვევაში, წელიწადში ერთხელ შეეძლებათ პორტფელი შეცვალონ.
„[დასაქმებულებს] 7 სექტემბრამდე შეუძლიათ შეცვალონ პორტფელი, მერე ფანჯარა დაიკეტება. თუმცა ახლა კანონი იცვლება და მონაწილესაც უკვე ექნება შესაძლებლობა, პორტფელი ნებისმიერ დროს გამოცვალოს და სხვა პორტფელში გადავიდეს. არჩევანის შემდეგ არის 12-თვიანი დაკეტვის პერიოდი, რომლის გასვლის შემდეგ მოქალაქეს შეუძლია არჩევანი შეცვალოს. თუ სურვილი ექნება, წელიწადში ერთხელ შეცვლის პორტფელს. არც ვადა იქნება დაწესებული, რომ კონკრეტულად აგვისტოში უნდა შეცვალოს, როგორც დღეს არის. 12-თვიანი ჩაკეტილი პერიოდი იმისთვის არის საჭირო, რომ ჩვენ, აქეთა მხარემ, მონაწილეები გადავიყვანოთ სხვადასხვა საინვესტიციო პორტფელში და მათ სახელზე არსებული დანაზოგი შესაბამის პორტფელებში გადავანაწილოთ. მაღალრისკიან პორტფელს გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაზე მეტი ზრდა ექნება, ეს ყველაზე კარგი საინვესტიციო პორტფელია, რომელიც ყველაზე მეტად გაამართლებს და ყველაზე მაღალი მაჩვენებლით დაამარცხებს ინფლაციას“, - აცხადებს მელიქიძე.
მისივე განმარტებით, საპენსიო სისტემაში აკუმულირებულ ფულს მართავს საინვესტიციო სამსახური და აკონტროლებს ეროვნული ბანკი, მოქალაქეების საპენსიო დანაზოგს კი საფრთხე არ ემუქრება, რადგან აღნიშნულ თანხაზე არ ვრცელდება ყადაღა და ინკასო.
„თუ 40 წლამდე ასაკის მონაწილე ხართ, აუცილებელია გქონდეთ ბევრი აქცია და, ჩემი აზრით, უნდა იყოთ მაღალ მზარდ პორტფელში, ხოლო თუ საპენსიო ასაკში ხართ, სჯობს იყოთ სტაბილურ პორტფელში. თუმცა შეიძლება ახლოს ვარ საპენსიო ასაკთან, მაგრამ მაინც მინდა მაღალრისკიან საინვესტიციო პორტფელში ჩემი დანაზოგის შეტანა; ან შეიძლება ვიყო 28 წლის, მაგრამ მინდოდეს ნაკლებრისკიანში ყოფნა - ეს თავად მონაწილის გადასაწყვეტია. ეკონომიკური განათლება ვისაც არა აქვს, სასურველია დატოვონ ისე, როგორც არის გადანაწილებული და დააკვირდნენ ცვლილებას. ამ ფულს მართავს საინვესტიციო სამსახური და აკონტროლებს ეროვნული ბანკი. სახელმწიფო არ ერევა იმაში, ეს ფული სად წავიდეს. მისი როლი ის არის, რომ მოხდეს კონტრიბუციები, საპენსიო შენატანები და საპენსიო გაცემები შესრულდეს ჯეროვნად. რაც შეეხება ინვესტიციებს, ეს თავიდან ბოლომდე დამოუკიდებელი პროცესია, დამოუკიდებელი ვერტიკალი, რომელსაც არეგულირებს ეროვნული ბანკი და ანგარიშვალდებული ვართ პარლამენტთან ანუ სახელმწიფო არც თანხას არ აბანდებს. პარლამენტმა დაიქირავა კვალიფიციური საინვესტიციო საბჭო, რომელმაც შექმნა საინვესტიციო სამსახური. ეს ვერტიკალი ეროვნული ბანკის რეგულაციით მართავს ამ თანხას. [დასაქმებულს] მოგების ნახვა შეუძლია ყოველ წამს, ყოველდღე. ის ხედავს, სად არის გადანაწილებული მისი პორტფელი. შეუძლია ნახოს, რა ვალუტაშია, ხედავს მომგებიანობას, ყველანაირ დინამიკას. ვებგვერდის საშუალებით ხედავს ასევე სამივე პორტფელის მოქმედებას და მომდევნო წელს ამის მიხედვით შეუძლია რაიმეს შეცვლა. შეუძლია ჩვენს საიტზე ნახოს, რომელი პორტფელი როგორ მოქმედებს. თუ შევა პირად გვერდზე, უფრო მეტ ინფორმაციას ნახავს თავისი თანხის შესახებ. ეს მობილბანკებშიც ჩანს“, - აღნიშნავს მელიქიძე.
“ოცნების” დეპუტატის, გია ვოლსკის თქმით, მთავრობამ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან შეხვედრის ღონისძიებაზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ მიიწვია. “არ მიგვაჩნია ჩვ...
“თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის ადგილზე, შესაბამისი სამსახურების მიერ საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე ჰექტარ ფართობზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობ...
ჩვენ ვუერთდებით ყველა ქართველ გულშემატკივარს და ვუხდით მადლობას ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის. რა ამაღელვებელი თამაში და ისტორიული გზაა. გისურვებთ კიდევ მრავალ წარმატ...
„სინამდვილეში, ამ ორი - სამი წლის განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეპუტაცია დაგვეცვა. ძალიან ხშირად, ამ წლების განმავლობაში, უსამართლო ...
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, 15 პოლიტიკური პარტიის 2023 წლის ფინანსური დეკლარაციების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 15-მა პარტიამ ...
„მინდა, მაქსიმალური პატივისცემა გამოვხატო ჩვენი მეტოქის მიმართ, რომელმაც პორტუგალიის წინააღმდეგ შესანიშნავი და ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. დავინახეთ, რომ ისინი ჩვენთან შეხვედრის შემდეგ ძალიან ...
“ერთიანობის ქარტია არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დოკუმენტი და ქართველი პროდასავლური ოპოზიციის ძალიან სერიოზული წარმატება. ბევრი საკითხი არის შეთანხმებული ამ დოკუმენტით, მაგრამ მთავარი მა...
კომენტარები