0 2 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ჯაველინების“ სისტემა სრულად შევისყიდეთ და საქართველოშია - იზორია პარლამენტში

„ჯაველინების“ სისტემა უკვე სრულად შევისყიდეთ და სრულად არის საქართველოში - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.

„დავიწყეთ ტანკსაწინააღმდეგო თანამედროვე სისტემის შესყიდვა. მინდა ამ მაღალი ტრიბუნიდან გითხრათ, რომ „ჯაველინების“ სისტემა უკვე სრულად შევისყიდეთ და სრულად არის საქართველოში. ჩვენ ასევე წელს გამოვყავით 23 მილიონი და ანალოგიური თანხა იქნა გამოყოფილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან შვეულმფრენების რემონტისა და მოდერნიზებისთვის. ანუ ეს თანხა დაახლოებით 50 მილიონი ლარია“,- განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები