0 0 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ისთერნ პრომოუშენსი და თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 25-ე ჯაზ ფესტივალს

7-9 ივლისს თბილისი რიგით 25-ე ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს. ტრადიციულად, წლევანდელი ფესტივალის მონაწილეები მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან:

•            7 ივლისი - 5 გრემის მფლობელი, ჯაზის განუმეორებელი შემსრულებელი დაიანა რივსი და ჯაზ ვარსკვლავებით დაკომპლექტებული მისი ბენდი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: პიანისტი ჯონ ბისლი, გიტარისტი რომერო ლუბამბო, ბასისტი იტაიგურა ბრენდაო და დრამერი ტერეონ გული

•            8 ივლისი - მისტიური პროექტი „ქროსქურენთს ტრიო“, რომელიც აერთიანებს ჯაზის სამ ლეგენდას: ბასისტი დეივ ჰოლანდი, საქსოფონისტი ქრის პოტერი და პერკუსიონისტი ზაქირ ჰუსეინი

•            9 ივლისი - მსოფლიო კრიტიკოსების მიერ წოდებული 21 საუკუნის ჯაზმენი ვიჯეი აიერი და მისი საოცარი ტრიოს წევრები: ბასისტი ლინდა მეი ჰან ოუ და დრამერი თიშოუნ სორეი

წლევანდელი საიუბილეო ჯაზ-ფესტივალის მასპინძელია  „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“. ფესტივალის განმავლობაში, სასტუმროს ფოიეში გაიმართება ფოტო გამოფენა სახელწოდებით „როგორც მესმოდა...“, რომლის ავტორია ახალგაზრდა ფოტოხელოვანი თეიო.

19:30 სთ-დან დარბაზში „ჯაზსინემა“ მოეწყობა კახა თოლორდავას ფილმის „პირველ პირში - ერთი ფესტივალის ისტორია“ ჩვენება, მაყურებელი ასევე იხილავს გრემის ჯილდოს მფლობელ ფილმს „ქვინსი“ (სადაც გამოყენებულია 2016 წლის შავი ზღვის ჯაზფესტივალის ეპიზოდი). პარალელურად, დარბაზში „ჯაზლაბი“, სტუმრები კონსერვატორიის ჯაზფაკულტეტის სტუდენტების მიერ წარმოდგენილ კომპოზიციებს მოისმენენ.

21:00 სთ-დან მთავარ დარბაზში „ვარსკვლავების სცენა“ ჰედლაინერების კონცერტები გაიმართება.

23:00 სთ-დან სივრცეში „ჯაზლაბი“ მსმენელის წინაშე, მუსიკოსი კარლო ქაინდი და ამერიკულ-ქართული ნუბობ კვინტეტი წარსდგებიან.

ფესტივალის დღეებში კომპანია „აუდიო ლაბი“ მოაწყობს ვინილების გამოფენა-გაყიდვას.

 

ჯაზ-ფესტივალის სტუმრებისთვის კარები 19:00 საათზე გაიხსნება.

 

o            ჯაზ ფესტივალს ტრადიციულად წარმოადგენს თიბისი კონცეპტი

o            ოფიციალური სპონსორი - ვიზა

o            ფესტივალის მხარდამჭერები - კულტურისა და სპორტის სამინისტრო და თბილისის მერია

o            მასპინძელი რესტორნები: "შავი ლომი", „ნინიას ბაღი“ და „ლადონინა“

o            საინფორმაციო მხარდაჭერა: იმედი TV, რადიო ფორტუნა, სააგენტოები მარკეტერი და ნეტგაზეთი, სარეკლამო სააგენტო „ალმა“

o            ფესტივალს ტექნიკურ მხარდაჭერას უწევენ: ბეხშტაინი „საუნდ სითი“ და „ემ ეს ლაითსი“.

ბილეთები იყიდება www.tkt.ge-ზე. თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი ქეშბექი, ხოლო თიბისი ვიზა ბარათის მფლობელებზე 10%-იანი ქეშბექი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები