0 0 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გეგი ქელბაქიანი: მუდმივად ვცდილობთ, ჩვენს პროექტებში ახალი ტექნოლოგიები შემოვიტანოთ

 

„დედაენის  ბაღზე მუშაობის პროცესი იყო ძალიან საინტერესო, ეს არ გახლდათ გამზადებული, ჩარჩოში ჩასმული პროექტი და იძლეოდა შესაძლებლობას, რომ დიზაინ ბილდის ელემენტები შემოგვეტანა, მუდმივ გაუმჯობესებაზე ვყოფილიყავით ორიენტირებული“, - ამის შესახებ “საქმიანი დილის” ეთერში სამშენებლო კომპანა „რეფორმას“ გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა.

გეგი ქელბაქიანის თქმით, დედაენის ბაღის რეაბილიტაციის პროცესში, მშენებელ კომპანიასთან ერთად, მოქალაქეებიც იყვნენ ჩართული, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი და შედეგიც შესაბამისი დადგა.

„ეს პროექტი, ჩვენს გამოცდილებაში ერთ-ერთი გამორჩეულია. ეს არ იყო უბრალოდ მშენებლობის პროცესი, ეს იყო სრული ემოციური ჩართულობა და მუდმივი ფიქრი იმაზე, თუ როგორ გააკეთო უკეთესი. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და „დედაენამ“ მოგვცა ამის შესაძლებლობა. ჩვენ ვფიქრობდით არამარტო გუნდის შიგნით, არამედ დამკვეთებთან ერთად, ვაგროვებდით იდეებს, ვმუშაობდით სკეიტერებთან, გამწვანების ხალხთან და ა.შ. მომხმარებლებს, რომლებიც იქნებოდნენ ამ პარკის ხშირი სტუმრები, ვეკითხებოდით, რა უნდათ და  შემდეგ უკვე ხდებოდა ყველაფრის ტექნოლოგიური დახვეწა, რათა ის, რაც მათ სურდათ, მაღალი ხარისხის ყოფილიყო, რაც რეალურად მივიღეთ დედაენის ბაღში“, - ამბობს გეგი ქელბაქიანი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები