0 4 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ნიუ ჰოსპიტალსი“ განცხადებას ავრცელებს

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო მასალა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ უცხოეთის მოქალაქეების გარკვეული ჯგუფის მიერ ხდება ქართული კლინიკების, კერძოდ „ნიუ ჰოსპიტალსის“ სახელის ბოროტად გამოყენება და კლინიკის სახელით რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის სამკურნალოდ მიღებაზე დასტურის ყალბი დოკუმენტების დამზადება.

აღნიშნული დოკუმენტები (ბლანკები ტექსტით, ხელმოწერით და სხვ.) არ არის გაცემული „ნიუ ჰოსპიტალსის“ მიერ და მასზე არსებული ხელმოწერა არ წარმოადგენს ვალიდურ ხელმოწერას. დოკუმენტები გაყალბებულია და სავარაუდოდ ემსახურება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის მათი მხრიდან საზღვრის კვეთის პროცედურის გამარტივებას.

სავარაუდო კანონდარღვევის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალსისთვის“ ცნობილი გახდა 2022 წლის 4 მარტს. ინფორმაციის მიღებისთანავე, კლინიკამ დაუყოვნებლივ აცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა ფაქტთან დაკავშირებით განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საპროცესო მოქმედებები.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტებს დაცვით აშენებული, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. კლინიკა ყოველდღიურად ემსახურება ქართველ და უცხოელ პაციენტებს, რომლებიც მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მიმართავენ სამედიცინო მომსახურების მისაღებად. დაარსების დღიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ სამედიცინო დახმარება გაეწია ასიათასობით ადამიანს - ჩატარდა 230,000-მდე სტაციონარული და 1,400,000-მდე ამბულატორიული მომსახურება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები