0 6 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„სოკარი" საქართველოში 15 წლის იუბილეს აღნიშნავს

 

22 დეკემბერს, თბილისში გაიმართა კომპანია სოკარის საქართველოში მოღვაწეობის 15 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება. ცერემონიაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, თბილისის მერი კახა კალაძე, აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და სხვა ოფიციალური პირები.

ღონისძიებაზე გამომსვლელთა მიერ აღინიშნა, რომ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სოკარი წარმოადგენს უმსხვილეს ინვესტორსა და უმსხვილეს გადამხდელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. ხაზი გაესვა კომპანიის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას და სოკარის მნიშვნელოვან მონაწილეობას პროექტებში, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაძლიერებას.

სოკარის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა განსაკუთრებული წვლილისათვის დააჯილდოვა კომპანიის თანამშრომლები საპატიო მენავთობის წოდებითა და ღირსების ორდენით. რიგი ადამიანებისა დაჯილდოვებულ იქნა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის, ახალგაზრდობის ინტეგრაციისათვის და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის.

აღსანიშნავია, რომ დასავლეთის ქვეყნების ბაზრებზე ნავთობპროდუქტები ტრანსპორტირდება სოკარის კუთვნილი ყულევის ნავთობტერმინალის მიერ, რომელიც 2006 წელს შეიქმნა. შპს „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ შვილობილი კომპანიების მეშვეობით საქართველოს ბაზარზე უზრუნველყოფს აზერბაიჯანული და უცხოური წარმოშობის ნავთობპროდუქტების საცალო და საბითუმო გაყიდვებს კუთვნილი 112 ავტოგასამართი სადგურის, 16 სერვის-ცენტრისა და 5 ნავთობტერმინალის მეშვეობით. ასევე ახორციელებს ბუნებრივი გაზის მიწოდებას საქართველოს რეგიონებში და მართავს გაზგამანაწილებელი ქსელების მუშაობას.

2008 წლიდან დღემდე შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ აბონენტების რაოდენობა 78 ათასიდან 808 ათასამდე  გაიზარდა, აშენდა დაახლოებით 12000 კილომეტრის სიგრძის გაზგამანაწილებელი ქსელი. საქართველოს მთავრობასთან ერთად განხორციელებული მაშტაბური საინვესტიციო პროგრამის შედეგად, რომელიც თითქმის მთელ საქართველოს მოიცავს აშენდა გაზგამანაწილებელი ქსელები 320 ათასი ახალი აბონენტისათვის.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები