0 5 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მგზავრობა გაზვირდა - თბილისში ერთჯერადად მგზავრობის საფასური 1 ლარი იქნება

დედაქალაქში ერთჯერადად მგზავრობის საფასური გაორმაგდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ერთჯერადად მგზავრობის შემთხვევაში ტარიფი, რაც აქამდე 50 თეთრი იყო, 1 ლარი იქნება.

„მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ გადახდის სისტემიდან მათთვის სასურველი პაკეტი. ერთჯერადად მგზავრობის შემთხვევაში ტარიფი იქნება 1 ლარი, რომლითაც მგზავრს შეუძლია 90 წუთის მანძილზე ისარგებლოს მეტროთი, ავტობუსით, მიკროავტობუსით ან უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე საბაგირო ხაზით. ამასთან, თუ მოქალაქე აბონემენტს იყიდის, ცალკე სამარშრუტო ტაქსში 80 თეთრს აღარ გადაიხდის და ნებისმიერი მუნიციპალური ტრანსპორტით ისარგებლებს, ანუ თუ დღეს ყვითელ მიკროავტობუსში დამატებით 80 თეთრს იხდით, 2022 წლიდან დამატებით არაფრის გადახდა აღარ მოგიწევთ. იგივე იქნება ერთჯერადად გადახდილი 1 ლარის შემთხვევაშიც. მიკროავტობუსები ჩანაცვლდება და გადახდის ერთიანი სისტემა ამოქმედდება.

რაც შეეხება უფასო და შეღავათიანი მგზავრობას, მომხმარებელთა რამდენიმე კატეგორია ისარგებლებს, მათ შორის: სოციალურად დაუცველები, სტუდენტები, მოსწავლეები, მასწავლებლები, პედაგოგები და სხვა “, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის 90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ეღირება, 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი, 1-კვირიანი - 20 ლარი, 1-თვიანი - 40 ლარი, 3-თვიანი - 100 ლარი, 6-თვიანი - 150 ლარი, ხოლო 1-წლიანი ბარათები - 250 ლარი ეღირება. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას სააბონემენტე ულიმიტო სისტემა ძალაში 1-ელი თებერვლიდან შევა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები