0 4 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

გოგონა, რომელიც დედის მკვლელობისთვის დააკავეს პრიმაბალერინაა

​ოჯახური ძალადობის მორიგი მსხვერპლი. თბილისში, ისნის რაიონში, შვილმა დედა მოკლა. მშობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გოგონა – ყოფილი პრიმა ბალერინა ანი მურადელი აღმოჩნდა. 

ანი მურადელი, რომელიც წლების განმავლობაში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი იყო, ამჟამად დაკავებულია. 
იგი, წუხელ სამართალდამცავებმა ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დედა-შვილი, ისნის რაიონში, სახლში მარტო ცხოვრობდა. ანა მურადელმა დედის მკვლელობამდე, ერთი კვირის წინ ოპერის სცენაზე ერთ-ერთი წამყვანი როლი ითამაშა. 13-14 მაისს, ხელოვანმა საბალეტო დადგმაში „გორდა“ აღმოსავლური ცეკვა შეასრულა.
იგი ოპერის სცენაზე მხოლოდ, შაბათ-კვირას დაანონსებულ ბალეტზე ღებულობდა მონაწილეობას. უკვე, 15 მაისს დასის წევრებისთვის ცნობილი გახდა, რომ 21-22 მაისს (შაბათ-კვირას) რეპეტიციას არ დაესწრებოდა.

„ანა მურადელი სამშაბათიდან ვირუსის გამო, „ბიულეტინზე“ გავიდა და შაბათ-კვირას, ოპერაში აღარ გამოცხადებულა“, – აცხადებენ ოპერის თანამშრომლები.
ანა მურადელი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სცენაზე დაახლოებით 15- 18 წელია ცეკვავს. ყოფილმა პრიმაბალერინამ სხვადასხვა დროს მონაწილეობა მიიღო ისეთ საბალეტო დადგმებში, როგორიცაა „გედების ტბა“ , „ჟიზელი“ „დონ კიხოტი“ „გორდა“ და სხვა მრავალი. ოპერის თანამშრომლები ანა მურადელს დადებით პიროვნებად ახასიათებენ. მას საქმისადმი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები