0 3 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პირველი დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მხიარული და სასიამოვნო მომენტებით დაგამახსოვრებათ დღევანდელი დღე. დილა სამსახურის საქმეებს დაუთმეთ, გააუმჯობესეთ ურთიერთობა უფროსთან, კოლეგებათან. დღეს ნებისმიერს აიყოლიებთ გულახდილ საუბარში. 

კურო
დღეს ყველა საქმეს - დაწყებული შემოქმედებითი იდეების განხორცილებით, დამთავრებული ბუღალტრული დოკუმენტების შედგენით - წარმატებით გაართმევთ თავს. ფორტუნა თქვენ მხარესაა. იყავით ღიმილიანი. 

ტყუპი
კოლეგებთან დაძაბული სიტუაციის გამო ახალი სამსახურის ძებნას ნუ დაიწყებთ. გააუმჯობესეთ მათთან ურთიერთობა. მთავარია, ფლირტი არ გააჩაღოთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან, ამით სასიყვარულო პარტნიორს გაანაწყენებთ. 

კირჩხიბი
წარმატებული დღე გელით. ყველა საქმეს ადვილად გაართმევთ თავს. დღის მთავარი რჩევაა ნუ იქნებით კრიტიკულად განწყობილი გარშემო მყოფების მიმართ. იყავით დიპლომატიური და გააუმჯობესეთ ურთიერთობა ახლობლებთან. 

ლომი
ახლობლები მზრუნველობითა და ყურადღებით აგავსებენ. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. მარტოხელებს ფლირტისა და რომანტიკის დაწყება ელით. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად. 

ქალწული
მშვიდი, სტაბილური დღე გელით. საქმეების გამო შინ მისვლა დაგაგვიანდებათ. თუმცა, გახსოვდეთ, უთქვენოდ თქვენი საყვარელი ადამიანი, ოჯახის წევრები მოიწყენენ. მოუწყვეთ მათ ოჯახური დღესასწაული.

სასწორი
სასიამოვნო მომენტებით დაგამახსოვრდებათ დღევანდელი დღე. საყვარელი ადამიანი ფლირტში აგიყოლიებთ, მოიმატებს რომანტიკულობა. მარტოხელებს გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. 

მორიელი
ამინდისა და დაგროვილი ვალდებულებების მიუხედავად დილიდან შეიქმენით დადებითი განწყობა. პოზიტივი დაგეხმარებათ ურთიერთობის გაუმჯობესებაში ახლობლებთან და საყვარელ ადამიანთან. 

მშვილდოსანი
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. ვერ გეტყვით, რომ ყველაფერს უბრძოლველად მიაღწევთ, გარჯა მოგიწევთ სასურველის მისაღწევად. მხიარულება და შოპინგიც კი თქვენთვის სასიამოვნო ადამიანებთან ერთად დაგეგმეთ. 

თხის რქა 
დღის პირველი ნახევარი საქმიანი საკითხების მოგვარებას დაუთმეთ. თავისუფალ დროს დაისვენეთ, საყვარელ ადამიანს რომანტიკული შეხვედრა მოუწყვეთ. 

მერწყული
გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. იმხიარულეთ და სხვებიც არ მოაწყინოთ, მაგრამ არავის დასცინოთ, თუ უსიამოვნებები არ გსურთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. 

თევზები
წარმატებული დღე გაგითენდათ. საინტერესო ადამიანებთან გელით შეხვედრა. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები