0 6 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რამდენიმე თვის წინ სვანეთში დაკარგული გერმანელი ბიზნესმენის ცხედარი ნაპოვნია

მესტიის გზაზე, სოფელ ლუჰაში 65 წლის დაკარგული გერმანიის მოქალაქის ცხედარი ნახეს. 
მანქანა, რომელშიც წინასწარი მონაცემებით, სოფელ ლუჰაში ნახეს სწორედ ბიზნესმენი სერგეი სმისლოვი იმყოფებოდა - ენგურის ხეობაში, ხრამში იყო გადავარდნილი. არსებული ინფორმაციით, ნაპოვნია ბიზნესმენის კუთვნილი პირადი ნივთებიც. წინასწარი ცნობით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა ავტოსაგზაო შემთხვევა გამხდარიყო. ცხედარს ამ დროისთვის ექსპერტიზა უტარდება, რის შემდეგაც მისი იდენტიფიცირება მოხდება.

სერგეი სმისლოვს ოჯახი რამდენიმე თვის განმავლობაში ეძებდა. ის კომპანია ეპტისა-ს წარმომადგენელი იყო, რომელიც მესტიაში წყლის მილების გაყვანას უზრუნველყოფდა. მისი ოჯახის წევრებს ეჭვი ჰქონდათ, რომ სმისლოვი ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს.

კურიერი დაუკავშირდა დაღუპულის ოჯახს, თუმცა მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. შემთხვევის ადგილის ფოტოებს სააგენტო ტაიმერი ავრცელებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები