0 6 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
სამსახურის საქმეების გამო ოჯახის წევრებს ყურადღებას ნუ მოაკლებთ. საჭირო ინფორმაციას მიიღებთ უფროსი ნათესავებისგან. ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. 

კურო
კარგი დღეა საყიდლებისთვის - საოჯახო ნივთებისთვისაც და გარდერობის გასაახლებლადაც. საღამოს ოჯახის წევრებს გემრიელი ვახშამი მოუმზადეთ. საყვარელი ადამიანი გულწრფელობის ხასიათზე დაგაყენებთ. 

ტყუპი
სამსახურის საქმეები მოგვარებული გაქვთ, პირადი ცხოვრება - დალაგებული და ისღა დაგრჩენიათ, მეგობრებს დაეხმაროთ დაწყვილებაში. შეეხმიანეთ მარტოხელა ახლობლებს და სავარაუდო კანდიდატების გაცნობა შესთავაზეთ. 

კირჩხიბი
ჰარმონიული დღე გელით. ცხოვრებისეულ იდეებს განახორციელებთ. მეტი ყურადღება გმართებთ პირადი საკითხების მოგვარებისას. საღამოს სტუმრებს უმასპინძლეთ. 

ლომი
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. სასურველის მისაღწევად მეტად უნდა გაისარჯოთ. საღამოს მეგობრებს შეხვედრაზე უარი არ უთხრათ. მხიარულება და სასიამოვნო ნაცნობობა გელით. 

ქალწული
შეხვედრების დღე გაქვთ, როგორც საქმიან პარტნიორებთან, ასე სასიყვარულოსთან. ორივე შემთხვევაში იყავით დიპლომატიური. საღამო ბავშვებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ. 

სასწორი
ეს დღეს სასიამოვნო მომენტებით დაგამახსოვრებთ თავს. აკეთეთ საყვარელი საქმე. რუტინა არსად გაგექცევათ. კოლეგებთან და თანამოაზრეებთან მუშაობა სახალისო იქნება. საყვარელი ადამიანი "რომანტიკის ზღვას" გაჩუქებთ. 

მორიელი
კარგი დღეა სიტყვით გამოსასვლელად, დამაჯერებლად ისაუბრეთ, მაგრამ გარშემო მყოფებსაც მიეციეთ საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება. ყური დაუგდეთ კოლეგებს ახალი იდეების განხილვისას. 

მშვილდოსანი
ფლირტისა და რომანტიკის განწყობაზე ხართ, რამაც შეიძლება სერიოზული საქმეების მოგვარებაში შეგიშალოთ ხელით. საყვარელ ადამიანს გრძნობებში გამოუტყდით. საღამოს პაემანზე წადით. 

თხის რქა 

წარმატებისა და ბედნიერების მისაღწევად გარჯა მოგიწევთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ კოლეგების იდეებს, დაეხმარეთ მათ. საღამო საოჯახო საქმეებს დაუთმეთ, ბავშვებთან ერთად იმხიარულეთ. 

მერწყული
იბრძოლეთ სასურველის მისაღწევად, ოღონდ გაღიმებასაც ნუ დაივიწყებთ. საღამო საყვარელ გასართობს დაუთმეთ. შეიძლება მეგობრებმა წვეულებაზე დაგპატიჟონ. 

თევზები
დღეს თქვენი სურვილები ყველასათვის კანონი იქნება, მაგრამ გაფრთხილდით, ზედმეტი არ მოგივიდეთ. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულებას, საყვარელ ჰობის დაუთმეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები