2 2 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2023 დაიწყო

დღეიდან, სტარტს აიღებს თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი ბიზნეს დაჯილდოება 2023, რომელიც უკვე მერვე წელია იმართება.  ბიზნეს დაჯილდოებაში მონაწილეობა უკვე 3500-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო და მათ შორის ყველაზე გამორჩეულებმა თიბისისგან სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა მიიღეს, გაზარდეს ცნობადობა, გააფართოვეს საქმიანობის მასშტაბები და აითვისეს ახალი ბაზრები.

 

განაცხადები წელსაც ხუთ კატეგორიაში მიიღება, 2023 წლის ბიზნეს დაჯილდოების ნომინაციებია: 

 

  • საუკეთესო პროდუქტი ან მომსახურება
  • წლის ინოვაციური სტარტაპი
  • გამორჩეული როლი რეგიონში
  • გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა
  • გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება

 

მეორე წელია უკვე გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდთან ერთად, გაიცემა სპეციალური ჯილდო მწვანე ინიციატივებისთვის. 

 

წელსაც თიბისი ბიზნეს დაჯილდოებას დამოუკიდებელი ჟიური ეყოლება, რომლის წევრებიც სხვადასხვა ინდუსტრიაში მომუშავე ექსპერტები არიან. მათი დიდი ნაწილი უკვე წლებია, პროექტშია ჩართული და შემოსულ განაცხადებს სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით აფასებს.

 

ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებულ კომპანიებს შეუძლიათ საკუთარი საჭიროებებიდან და ბიზნეს ამოცანებიდან გამომდინარე, აირჩიონ სასურველი პრიზი. წელს სიახლეა ამ მიმართულებით — თუ აქამდე სამ პრიზს შორის შეიძლებოდა არჩევანის გაკეთება, ახლა ამ ჩამონათვალს — ახალ ვებგვერდს, ბრენდინგს და საკომუნიკაციო მხარდაჭერას — სხვა სახის სასურველი პრიზიც დაემატა და ბიზნესები თავად გადაწყვეტენ, რა კუთხით სურთ თიბისისგან მხარდაჭერის მიღება.

 

თიბისის ბიზნეს დაჯილდოების მიმართ დაინტერესება წლიდან წლამდე იზრდება, უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება მონაწილე ბიზნესების პროფილები და საქმიანობის არეალი. ასე რომ, იჩქარეთ, გაიარეთ რეგისტრაცია ვებ-გვერდზე www.businessaward.ge და დაელოდეთ ფინალისტების გამოცხადებას დეკემბერში.  ბიზნეს დაჯილდოების დასკვნითი საზეიმო ღონისძიება 2024 წლის თებერვალში გა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები