1 8 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ცოლი იმიტომ კი არ უნდა მოიყვანო, რომ შენ იყო ბედნიერი, ისეთი ადამიანი უნდა შეარჩიო, ვისაც გააბედნიერებ და იმიტომ კი არ უნდა გათხოვდე, რომ შენ გაგაბედნიეროს, შენ უნდა იყო მზად, ის გააბედნიერო“ – მამა შალვა კეკელია

მამა შალვა კეკელია საუბრობს, რა უნდა იყოს ქრისტიანული ოჯახის საფუძველი და როდის უნდა შექმნას ადამიანმა ოჯახი.

„ადამიანს, რომელსაც ცოლი მოჰყავს ან თხოვდება, ვეუბნები ასეთ რამეს, რომ ცოლი იმიტომ კი არ უნდა მოიყვანო, რომ შენ იყო ბედნიერი, ისეთი ადამიანი უნდა შეარჩიო, ვისაც გააბედნიერებ და იმიტომ კი არ უნდა გათხოვდე, რომ შენ გაგაბედნიეროს ამ ადამიანმა, შენ უნდა იყო მზად, რომ ის გააბედნიერო.

როდესაც შენ მზად ხარ ადამიანის გასაბედნიერებლად, შემდეგ ძალიან ბევრი პრობლემა უკან იწევს. როდესაც შენ გინდა, რომ გაგაბედნიერონ და სულ მიღებაზე ხარ, ბუნებრივია, შემდეგ ძალიან დიდ ზიანს იღებ და ამას ვერ უძლებენ, ამიტომაც არის, რომ დღეს ძალიან მარტივად ინგრევა ოჯახები“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები