2 0 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ასეთი მოვლენა 13 წელიწადში ერთხელ ხდება, ეს სამი დღე უნდა გამოიყენოთ..." - მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის ინფორმაციით, ამ კვირაში სამი გეომაგნიტური დღე გვაქვს: ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი. მისი თქმით, ეს დღეები ცოტა ფრთხილად უნდა გავიაროთ, რადგან წნევების ცვალებადობამ შეიძლება იჩინოს თავი.

ასტროლოგის თქმით, ამ კვირაში მოსალოდნელია ისეთი მოვლენა, რომელიც 13 წელიწადში მხოლოდ ერთხელ ხდება.

„ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი - ეს სამი დღე აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. 13 წელიწადში ერთხელ ხდება ეს მოვლენა, იუპიტერი - გამარჯვების მმართველი პლანეტა, ხვდება თევზების ზოდიაქოში ზუსტად გრადუს-გრადუსში ნეპტუნს. ნეპტუნია უმაღლესი სიყვარულის, უმაღლესი შემოქმედების, რელიგიის, 

ჩვენი ოცნებების მმართველი პლანეტა. ასეთი შემთხვევა იშვიათია. გეუბნებით, 13 უნდა ველოდოთ, შემდეგი შეხვედრა იქნება ვერძში.

ხვალ, 18:44 წუთზე,  არის პიკი. გრადუს-გრადუსში ხვდებიან ერთმანეთს და ამიტომ ეს დღეები, დღეს და ხვალ, მაქსიმალურად ილოცეთ, იოცნებეთ, გინდ ჩამოწერეთ, გინდ ისე ჩაუთქვით საკუთარ თავს, რა გინდათ, რომ მოხდეს. ეს არის საუკეთესო პერიოდი შემოქმედებისათვის, აქ შეიძლება შედევრები შეიქმნას.

ეს საუკეთესო პერიოდია, რომელიც ხელს მნიშვნელოვან სიყვარულს შეუწყობს. ყველა სახის პერსპექტივისთვის ძალიან კარგია. შეიძლება იურიდიული საკითხებიც განიხილონ და წარმატებითაც წარიმართოს“, - განაცხადა ასტროლოგმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები