2 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ანტიკორუფციულმა მოძრაობამ ''რუსეთის გავლენები საქართველოს ეკონომიკაში'' კვლევის პრეზენტაცია და საჯარო დისკუსია გამართა

დღეს ანტიკორუფციულმა მოძრაობამ "რუსეთის გავლენები საქართველოს ეკონომიკაში"  კვლევის პრეზენტაცია და საჯარო დისკუსია გამართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ეკონომიკის ექსპერტები და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები.

 

" ჩვენ ჩავატარეთ საქართველოს ეკონომიკური ბაზრებისა და პოლიტიკური ტენდენციების ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი რუსეთთან მიმართებაში. კვლევამ აჩვენა რომ ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, 3.5-ჯერ უფრო მეტად გავხდით ეკონომიკურად დამოკიდებული რუსეთზე, ვიდრე ვიყავით 2003-2012 წლებში. 

 

განსაკუთრებით საგანგაშოა მდგომარეობაა სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტებთან მიმართებაში. ხორბლის იმპორტი რუსეთიდან, ბოლო ცხრა წლის განმავლობაში,  2.5 ჯერ გაიზარდა. კერძოდ, თუ რუსეთიდან იმპორტირებულ ხორბალს 2012 წელს მთლიანი ბაზრის მხოლოდ 40% ეჭირა, 2021 წლისთვის ეს წილი 95%-მდე გაიზარდა.  

 

3-ჯერ გაიზარდა რუსეთზე დამოკიდებულება ნავთობპროდუქტების იმპორტის ნაწილში. საქართველოში რუსეთიდან ბენზინის იმპორტი 2014 წლიდან მუდმივად იზრდება და მთლიანი  ბაზრის 44%-ს შეადგენს, ფაქტიურად რუსულმა ბენზინმა საქართველოში ჩაანაცვლა ევროპული, რუმინული წარმოშობის ბენზინი. 2012 წლიდან მუდმივად იზრდება დიზელის საწვავის იმპორტიც, რომელიც დღეის მდგომარეობით ბაზრის 24%-ს შეადგენს, ამ შემთხვევაშიც მოხდა რუმინული და აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების რუსულით ჩანაცვლება. 

 

2.5 ჯერ გაიზარდა ელექტროენერგიის იმპორტირუსეთიდან და  2012 წლიდან საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყნიდან იმპორტიორ ქვეყნად გადაიქცა. 

 

საქართველოში  რუსული გაზის იმპორტიგანსაკუთრებულად მაღალი ტემპით, 3.5 ჯერ გაიზარდადა 2021 წელს  425 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა.

 

 

 

ანალოგიურია მდგომარეობაა სხვა მიმართულებებითაც, 3-ჯერ გაიზარდა სავაჭრო საქონელბრუნვის საერთო მოცულობა, 3-ჯერ გაიზარდა ღვინის ექსპორტი, 5-ჯერ გაიზარდა სატრანსპორტო გადაზიდვების ინტენსივობა, რაც ნათლად ადასტურებს რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების ზრდას. 

 

კვლევამ ასევე გვიჩვენა საყურადღებო ტენდენცია, 2013-2021 წლებში საქართველოში ჯამურად რეგისტრირებული რუსული კომპანიების რაოდენობა5.4 ჯერ მეტია, 2003–2012 წლებში რეგისტრირებულიკომპანიების რაოდენობაზე. ჩვენ ჯერ არ გვაქვს ბოლო სამი თვის მონაცემები, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გვექნება საგანგაშო მაჩვენებლები. 

 

ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა საქართველომ 2014 წელს ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან, რაც 500 მილიონიანი მოსახლეობის მასშტაბის  სავაჭრო ბაზრის ათვისების პოტენციალს ნიშნავდა და ახალ შესაძლებლობებს ეკონომიკისთვის. საქართველოს მთავრობის არასწორმა და უგუნურმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ რუსეთის ბაზარზე  დამოკიდებული გაგვხადა. საქართველოს ხელისუფლებაში რუსეთის ბაზრის დივერსიფიცირების პოლიტიკური ნების არარსებობამ, გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია საქართველოს რუსეთზე, როგორც იმპორტ, ისე ექსპორტდამოკიდებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში. არსებული გარემოება არის პრობლემა საქართველოს ეკონომიკისთვის და მომატებული  საფრთხე სახელმწიფოსთვის.”- აცხადებს ანტიკორუფციული მოძრაობის თავმჯდომარე ვასო ურუშაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები