1 0 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

12-15 წლის ასაკის, ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებში აცრის რეკომენდაციას გავცემთ - გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 12-დან 15 წლამდე ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვები აცრას შეძლებენ. ამ თემაზე მან ვაქცინაციის საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში აცრის რეკომენდაციას გავცემთ მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისთვის ამ ეტაპზე. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ბევრმა ქვეყანამ უკვე დაიწყო ფართო ვაქცინაცია ამ ასაკობრივ ჯგუფში, ჩვენ პირველ ეტაპზე შევჩერდით მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებზე", - თქვა თამარ გაბუნიამ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები