1 0 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

50 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებს, ქრონიკული დაავადების მქონე პირებსა და მაღალი რისკის მქონე პროფესიის ადამიანებს ე.წ. ბუსტერ დოზა გაუკეთდებათ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იმუნიზაციის საბჭომ მხარი დაუჭირა ე.წ. ბუსტერ დოზის გამოყენებას მეორე აცრის გაკეთებიდან 6 თვის შემდეგ.

როგორც გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, საბჭომ მხარი დაუჭირა ბუსტერ დოზის გაკეთებას 50 წლის ზემოთ ადამიანებში, ასევე ნებისმიერი ასაკის იმ ადამიანის შემთხვევაში, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადება და მაღალი რისკის მქონე პროფესიის ადამიანებში.

„ორი ძირითადი საკითხი განიხილა საბჭომ, ეს გახლავთ ე.წ. ბუსტერ დოზის გამოყენება და ასევე, ბავშვების ვაქცინაციის საკითხი. ბუსტერ დოზებთან დაკავშირებით, საბჭომ მხარი დაუჭირა ბუსტერ დოზის გამოყენებას მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ, 50 წლის ზემოთ პირებში, ასევე ნებისმიერი ასაკის პირებში, ვისაც აქვს რაიმე ქრონიკული დაავადება და ასევე, მაღალი რისკის პროფესიებში, როგორიც გახლავთ სამედიცინო პერსონალი, ასევე დახურული ტიპის დაწესებულებაში მცხოვრები პირები და იქ დასაქმებული თანამშრომლები,“- განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები