1 2 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"იყვნენ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ნიჭისა და ინტერესების მქონე მოსწავლეები..." - გელა ჩარკვიანი

დიპლომატი და მწერალი, გელა ჩარკვიანი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და საკუთარი წიგნიდან ამონარიდი მოჰყავს.

საუბარია 60-იანი წლების მეორე ნახევარზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მისი მოსწავლე იყო.

"იყვნენ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ნიჭისა და ინტერესების მქონე მოსწავლეები და მათთვის, ბუნებრივია, პროგრამაში დამატებითი ელემენტები შემქონდა. ნიჭიერ მოსწავლეთა შორის არ შეიძლება არ გამოვყო მიშა სააკაშვილი, რომელიც მისმა დედამ, გიული ალასანიამ მომიყვანა. 60-იანების მეორე ნახევარში ის თავადაც ჩემი მოსწავლე იყო, როგორც მისი ძმა, თემური. უფროსკლასელმა მიშამ გამაკვირვა არა მარტო მასალის შეთვისების იშვიათი უნარით, არამედ სრულიად დაუჯერებელი ინტერესითა და ცოდნით ისეთი თემების და საკითხებისა, რომელთა შესახებ განათლებულ უფროსებსაც კი ძალიან ზერელე წარმოდგენა ჰქონდათ ან სულაც არ ენაღვლებოდათ.

პირველივე გაკვეთილმა დამარწმუნა, რომ ჩემი ენის შესწავლის და დახვეწის არც თუ ადვილად დასაძლევი პროგრამის მიღმა მასთან მისი ინტერესების შესატყვისი მასალებიც უნდა გამომეყენებინა. გავიარეთ ამერიკული High School-ის სახელმძღვანელოები სოციოლოგიასა და ეკონომიკაში. გაკვეთილებზე მუდმივად ვარჩევდით მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. მიშამ ესეც არ იკმარა და თვითონ დაიწყო გაზეთის კეთება. შინ დაამზადებდა, გაკვეთილზე მოიტანა და და მაჩვენებდა. ზოგ საინტერესო ინფორმაციას სხვა წყაროდან გადმოიწერდა, ზოგ წერილს თვითონ წერდა, მათ შორის ფრანგულადაც. ფრანგულს მარა ჭავჭავაძესთან სწავლობდა. გაზეთის ბოლო გვერდის მარჯვენა ქვედა კუთხეში ამაყად მიაწერდა Editor-in chief Mikheil Saakashvili", 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები