1 2 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის ბრალდებით დაკავებული მამა-შვილი, ფოთის პორტის თანამშრომლები არიან

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის ბრალდებით დაკავებული კიდევ ორი პირი, მამა - შვილი ზურაბ და შალვა წოწორიები არიან და ისინი ფოთის პორტის ტერმინალის რიგითი თანამშრომლები არიან.

ზურაბ წოწორიას მეუღლე, ვერიკო წოწორია ამბობს, რომ სამართალდამცავები დილის ოთხ საათზე მივიდნენ მათთან სახლში.

„დილის 4 საათზე შემოვიდნენ სამართალდამცველები. გაგვიკვირდა, ვიფიქრე არანაირი ბიზნესი არ მაქვს და ფინანსურ პოლიციას რა უნდა-თქო. შალვა წოწორია იკითხეს, მანქანის მონაცემები ჩაიწერეს და გვითხრეს, რომ მანქანა უნდა წაეყვანათ და თქვენც უნდა წამოხვიდეთო. ჩემს მეუღლეს ვუთხარი, გაემზადე და შენც გაყევი მეთქი. წაიყვანეს და მას შემდეგ არანაირი ინფორმაცია არ მქონდა რამდენიმე საათი. მოგვიანებით შვილმა დამირეკა და მითხრა, რომ არ შემშინებოდა. მერე დამირეკეს და მითხრეს, რომ თბილისში გადაჰყავდათ დასაკითხად. ამის შედეგ მოვიდნენ სახლის გასაჩხრეკად. მაშინ მითხრეს, თქვენი შვილი და ქმარი დანაშაულის დაფარვისთვის დააკავესო. რომ მითხრეს მიხეილ სააკაშვილს უკავშირდებოდა, გავოგნდი. ჩვენ ნათესაური კავშირი გვაქვს ცომაიებთან და ალბათ, ამას უკავშირდება. ელგუჯა ცომაია ბავშვის ნათლია არის. იმედია მალე გაირკვევა ყველაფერი,“- განაცხადა ვერიკო წოწორიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები