1 4 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"თეორიულად ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ჩართული იყოს გახარია, ან ხოჯევანიშვილი, რომელიც სხვათაშორის, კურირებდა ძალიან მნიშვნელოვან დანაყოფებს" - ღარიბაშვილი სუს-ის სკანდალურ ჩანაწერებზე

 

სუს-იდან საიდუმლო ჩანაწერების  გამოტანაში პრემიერი გიორგი გახარიას თანაგუნდელის ძმას, ალექსანდრე ხოჯევანიშვილს, ადანაშაულებს. ამ განცხადებით ირაკლი ღარიბაშვილმა ფაქტობრივად აღიარა, რომ მისი ხელისუფლება ათასობით მღვდელს ნამდვილად უსმენდა. 

ვინ თქვა, რომ ოპოზიცია წერს? მე ეს არ მითქვამს, რომ ოპოზიცია წერს, ეს არის ძალიან პრიმიტიული შეფასება. პროკურატურამ გუშინ განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძიება და ყველა ვერსიას დაამუშავებს. მათ შორის, იმ ვერსიასაც, თეორიულად ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ჩართული იყოს გახარია, ან ხოჯევანიშვილი, რომელიც სხვათაშორის, კურირებდა ძალიან მნიშვნელოვან დანაყოფებს, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დააკავებს თუ არა პრემიერი გიორგი გახარიას თანაგუნდელებს, ჯერჯერობით უცნობია. "ქართული ოცნება" უკანონო ჩანაწერების გამომტანების დასჯას ცდილობს, თუმცა საკუთარ პასუხისმგებლობაზე არაფერს საუბრობს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები