1 4 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნიკოლოზ კალაძე - „itv.ge“-მ იმ პირის ვინაობა დაადგინა, ვინც სუსში სასულიერო პირების მოსმენა-თვალთვალს კურირებდა

სუსიდან გაჟონილი ათობით ფაილი, რომელიც სასულიერო პირების უკანონო მოსნებებს, თვალთვალს, მუქარასა და შანტაჟს ეხება, სრულად წარმოაჩენს ქართული ოცნების ხელისუფლების ლპობის ბოლო ფაზას. 

ეს არის ინფორმაცია სინოდის წევრების საყვარლებზე, დანაშაულობებზე, რუსულ კავშირებზე, ფულზე, პირად ცხოვრებასა და პოლიტიკურ მრწამსზე... 

მეტიც, აიტივი.ჯიმ ექსკლუზიურად გაარკვია რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ სუსში შექმნა სპეციალური სამსახური, რომელიც მხოლოდ სასულიერო პირების შესახებ აგროვებდა მაკომპრომეტირებელ ცნობებს. 

ეს სამსახური მუშაობდა საპატრიარქოსა და პირადად პატრიარქის დისკრედიტაციაზე, იწერდა და უთვალთვალებდა ყველას, ვისი დაშანტაჟებაც რეჟიმის აზრით, მნიშვნელოვანი იყო. 

ათობით ფაილი შეიცავს უკიდურესად პირადი ხასიათის ტექსტს, ფაქტს, მონაცემებს, რის გამოც ჩვენ უარს ვაცხადებთ სასულიერო პირების იდენტიფიცირებაზე. 

თუმცა, ამავე დროს, მოგვაწოდეს ინფორმაცია რომ სუსში, ეკლესიის წინააღმდეგ შექმნილ სამსახურში, რომელიც სასულიერო პირებს უთვალთვალებდა და უსმენდა ფარულად, 10-მდე პირი მუშაობდა. ამ ჯგუფს კი ნიკოლოზ კალაძე ხელმძღვანელობდა.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები