1 4 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Pfizer-ის ვაქცინას სრულ ავტორიზაციას სავარაუდოდ სექტემბერში მისცემენ

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია Pfizer-ის კოვიდვაქცინისთვის სრული ავტორიზაციის მიცემას სექტემბერში გეგმავს. ამის შესახებ, New York Times-ი ამ პროცესში ჩართულ ხალხზე დაყრდნობით იუწყება.

FDA-მ გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია Pfizer-ის ვაქცინას შარშან მისცა. სრული ავტორიზაცია ბევრი ისეთი ადამიანისთვის შეიძლება გახდეს ვაქცინირებისთვის წამახალისებელი, ვინც მისი უსაფრთხოების შესახებ ღელავს.

New York Times-ის ცნობით, სააგენტო ვაქცინას სრულ ავტორიზაციას 6 სექტემბრამდე მისცემს.

რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ სააგენტოსგან გადაწყვეტილებას შემოდგომის დასაწყისში ელოდება.

თავად სააგენტო კი განცხადებაში წერს, რომ Pfizer-ის განაცხადს იმდენად სწრაფად იხილავს, როგორც ეს შესაძლებელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები