1 4 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საჭიროა მოსახლეობისთვის მეტი ახსნა, თუ როგორი უსაფრთხოა ვაქცინა - ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ უნდა მართოს ეპიდსიტუაცია. განცხადება ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას გააკეთა. 

„ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკის აღდგენა, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენ უნდა ვმართოთ ეპიდსიტუაცია, ამისთვის სახელმწიფო და მთავრობა ყველაფერს აკეთებს. მოსახლეობას მინდა შევახსენო, რომ ამ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი არის ვაქცინაცია. 2 მლნ-ზე მეტი დოზა ვაქცინა საქართველოშია“, - განაცხადა პრემიერმა და მოქალაქეებს აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

პრემიერის თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა სოფელში ჩავიდეს ვაქცინა.

„სწორი კომუნიკაციაა საჭირო და უფრო მეტი მუშაობა, უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, რომ ვაქცინაცია უსაფრთხოა. უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს, რომ აცრა არის აუცილებელი. საჭიროა სწორი ახსნა მოსახლეობისთვის. ვაქცინაციაზე გადის ეკონომიკის შენარჩუნების გზა. ქვეყანა დაკეტვებს და შეზღუდვებს ვეღარ გაუძლებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

მისი თქმით, ვაქცინაციასა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე გადის დასაქმების საკითხი ქვეყანაში,რათა გასულ წელს არსებული მდგომარეობა, როცა ადამიანებმა სამუშაო ადგილები დაკარგეს, აღარ განმეორდეს. 

„მთავარი არგუმენტი აცრისთვის არის ის, რომ დაინფიცირების შემთხვევაში დიდი შანსია ფატალურად დასრულდეს ესა თუ ის შემთხვევა. ეს ინდივიდუალურია, ბევრ ჯანმრთელ ადამიანს დაემართა უბედურება. ვაქცინირებული ადამიანების გარდაცვალება პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა, თუ 1-2 შემთხვევას არ ჩავთვლით მსოფლიოში. ვაქცინები არის და აიცერით“, - მიმართა მოსახლეობას ღარიბაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები