პოლიტიკა
პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარის და წევრების კანდიდატურები ისევ ჩავარდა
2021-07-22 15:55:15
პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარე და ორი პროფესიონალი წევრი ისევ ვერ აირჩია. ეს უკვე მეორე კენჭისყრა იყო.
ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევას 100 ხმა სჭირდება.
22 ივლისის სესიაზე კენჭისყრის შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატები:
- გიორგი კალანდარიშვილი - 83 მომხრე, 11 წინააღმდეგი
- გიორგი სანტურიანი - 4 მომხრე 11 წინააღმდეგი
ცესკოს წევრობის კანდიდატები:
- გია ცაცაშვილი - 83 მომხრე, 10 წინააღმდეგი;
- ლელა ტალიური - 18 მომხრე, 2 წინააღმდეგი;
- თამარ სართანია - 18 მომხრე, 2 წინააღმდეგი;
- მაია ზარიძე - 77 მომხრე, 10 წინააღმდეგი.
ცესკო-ს თავმჯდომარეებისა და ორი პროფესიონალი წევრის არჩევასთან დაკავშირებით, პარლამენტში პირველი კენჭისყრა 18 ივლისს გაიმართა სხდომაზე საჭირო რაოდენობის ხმები ვეცრ ერთმა კანდიდატმა მიიღო
კომენტარები