მსოფლიო
წლამდე ასაკის ბავშვებში თუ კორონავირუსი დადასტურდა, მათი ჰოსპიტალიზება აუცილებელია - ივანე ჩხაიძე
2021-07-21 16:58:43
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ წლამდე ასაკის ბავშვებში კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში ჰოსპიტალიზება აუცილებელია.
"წლამდე ასაკის ბავშვი, რომელსაც ოჯახში საეჭვო ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აქვს, ხველა, სიცხე ან რაიმე მსგავსი, ეს ბავშვი აუცილებლად უნდა იყოს არამხოლოდ ექიმთან, არამედ სტაციონარში მიმართული.
წლამდე ასაკის ბავშვებში თუ კორონავირუსი დადასტურდა, მათი ჰოსპიტალიზება აუცილებელია, რადგან ამ ასაკში გართულების რისკი არის მაღალი,"- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
კომენტარები