1 6 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“იყო მისი მხრიდან მოწოდება, მაგრამ ჩვენი პარტიის პოზიციაა, რომ ამნისტიის გამო ვერ შევუერთდით დოკუმენტს…” – ხატია დეკანოიძე

,ნაციონალური მოძრაობა” ევროსაბჭოს პრეზიდენტის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მიშელის შეთანხმების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოსთვის ფინანსური სანქციების დაწესების თემას შეეხება.

"ენმ”-ს ერთ-ერთი ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ, ტვ პირველთან საუბარში თქვა:

შეხვედრაზე იყო ამაზე საუბარი, რომ ევროკავშირის ჩართულობა არის მნიშვნელოვანი. რაც არ უნდა სკეპტიკური დამოკიდებულება უნდა გვქონდეს, რომ კიდევ უფრო ხისტი განცხადებები გვინდა ევროკავშირის მხრიდან, ამაზე ხისტი განცხადება დიპლომატიურ ენაზე არ არსებობს. უნდა გვესმოდეს, რომ მათზე დიდი მოკავშირე არ გვყავს.”

"ენმ”-ს წევრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პარტიის პოზიცია, რომ "ნაციონალური მოძრაობა” ევროკავშირის მოწოდების მიუხედავად მიშელის შეთანხმებაზე ხელის მოწერას არ აპირებს, თუმცა, დოკუმენტში მოყვანილ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერს. 

დოკუმენტზე ხელმოწერაზე საჯაროდაც იყო საუბარი და შეხვედრაზეც იყო მისი მხრიდან მოწოდება, მაგრამ იცით ჩვენი პოზიცია, კიდევ გავიმეორებ, ჩვენი პარტიის პოზიციაა, რომ ამნისტიის გამო ვერ შევუერთდით დოკუმენტს, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებებს საჯაროდ ვაფიქსირებ, მხარს ვუჭერთ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულმა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა საქართველოსთვის ფინანსური სანქციების შესაძლო დაწესების შესახებ განცხადება გააკეთა.

მიშელის თქმით, დოკუმენტის პუნქტების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველო დაკარგავს ევროკავშირის  ფინანსურ დახმარებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები