მსოფლიო
ორშაბათიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მასობრივ ვაქცინაციას დავიწყებთ – პრემიერი
2021-07-02 17:42:51
„ორშაბათიდან, სისტემა მზად იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, მასობრივი ვაქცინაციისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მასობრივი იმუნიზაციის პროცესში, ჩვენს მოქალაქეებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვთ. მინდა, მთვარობის სახელით, თხოვნით მივმართო ჩვენს მოსახლეობას, გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ისე – როგორც პანდემიის დასაწყისში, გამოვიჩინოთ აქტიურობა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, „350 ბრიგადა, რომელიც უზრუნველყოფილია შესაბამისი აღჭურვილობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიშლება და მთავრობა ამ პროცესს წარმატებით მართავს“.
„ჩვენი გათვლებით, დღეში, 20-დან 25 ათასამდე აცრა უნდა ჩავატაროთ“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა
კომენტარები