1 6 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ინდულიგენცია ფულის სანაცვლოდ - “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირება კახიშვილ-ბინიაშვილს

"ქართული ოცნების" დეპუტატი კახა კახიშვილი და მისი ბიზნესმენი მეგობარი, მიხეილ ბინიაშვილი საარჩევნო კამპანიისთვის მზადებას და ფულის მობილიზებას იწყებენ. თუმცა სანაცვლოდ, ორივე მათგანს, მმართველი პარტია ინდულიგენციას ჰპირდება.  არადა კახიშვილ-ბინიაშვილის მეგობრობის ამბავი ქართულ ოცნებაში მას შემდეგ გაიგეს, რაც ტელევიზიებმა და მათ შორის ჩვენც, აქტიურად დავიწყეთ იმის გაშუქება, თუ როგორ და რამდენი ხნის განმავლობაში იყვნენ ჩართულნი სავარაუდო კორუფციულ სქემაში ბიზნესმენი ბინიაშვილი და ქართული ოცნების დეპუტატი, რაც გულისხმობდა ევროპელი პენსიონერების სავარაუდო ძარცვას.

ჩვენ არაერთხელ დავწერეთ, რომ სანდო წყაროს ინფორმაციით, ქართული ოცნების წევრები კახიშვილს დაემუქრნენ, რომ თუკი ის პარტიას დატოვებდა, მაშინ   საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ და ევროპელი პენსიონერების ძარცვის ბრალდებით, კახიშვილთან ერთად, მის სიძესა და აგრეთვე სავარაუდო დამფინანსებელს, მიხეილ ბინიაშვილსაც დაიჭერდნენ. დეპუტატმა კახიშვილმა უკან დახევა გადაწყვიტა. უფრო მეტიც, თავისუფლების სანაცვლოდ, მან, სავარაუდო კორუფციული სქემებით ნაშოვნი ფულის დაბრუნების დაპირება გასცა.  

ერთადერთი რაც უწყებამ  ამ დროისთვის შეძლო, სქემაში ჩართული საქართველოს 10 და ისრაელის 1 მოქალაქეს ბრალი სწორედ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისთვის  წარუდგინა.

 ჩვენი ინფორმაციით,  თაღლითურ სქემაში მონაწილე რამდენიმე პირმა, დეტალურად აღწერა იმ სქემის შესახებ, რაშიც იღებდა მონაწილეობას და უფრო მეტიც, კონკრეტული გვარებიც სწორედ მათ დაასახელეს, რომელიც  სავარაუდოდ, ბინიაშვილის გარემოცვამდე და შესაბამისად, ისნის მაჟორიტარ დეპუტატთან, კახი კახიშვილთან მიდის. საქმის “ბნელი” მხარეების შესახებ იციან “ქართულ ოცნებაშიც”.. შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის, ოცნება და კახიშვილის მეგობრები სავარაუდოდ, უკვე ერთად ძარცვავენ ევროკავშირის მოქალაქეებს აღნიშნული სქემით და სავარაუდოდ, თაღლითური გზით ნაშოვნი ფულით, კიდევ ერთხელ მოატყუებენ და მოისყიდიან საქართველოს მოქალაქეების ხმებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები