1 6 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სარჯველაძე - არ შეიძლება თამარ ჟვანიას გადაწყვეტილება მიმდინარე პროცესებთან დავაკავშიროთ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას ჟვანიას პირად გადაწყვეტილებად აფასებს და ამბობს, რომ ამ ფაქტის მიმდინარე პროცესებთან დაკავშირება არ შეიძლება.

როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად თამარ ჟვანიას მიმართ ბრალდებებისა, ყველაფერს ფარდა აეხადა და გამოჩნდა, რომ ამ ბრალდებებს არანაირი საფუძველი და დასაყრდენი არ ჰქონდა.

„როგორც ჩანს, თამარ ჟვანიას პირადი გადაწვეტილება იყო. არ შეიძლება, მისი გადაწყვეტილება ახლა მიმდინარე პროცესებთან დავაკავშიროთ. ასევე, არ შემიძლია, იმ ცრუ, არასწორ ბრალდებებს არ გამოვეხმაურო, რომელიც მძიმე დარტყმის სახით მიიღო პირადად თამარ ჟვანიამ. ეს მართლაც ძალიან მძიმე დარტყმა იყო, რადგან დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გარდა, ამ მიმართულებას დიდი პროპაგანდისტური მხარდაჭერა ჰქონდა. მაგრამ საკმაოდ ღირსეულად გაართვა თავი თამარ ჟვანიამ ამ გამოწვევას და უზრუნველყო, რომ ინსტიტუციას, რომელსაც ხელმძღვანელობდა, სწორად და გამართულად ეფუნქციონირა, რაც დასაფასებელია. საბოლოოდ, ყველაფერს ფარდა აეხადა და რეალურად გამოვლინდა, რომ თამარ ჟვანიას მიმართ გაკეთებულ ბრალდებებს არანაირი საფუძველი და დასაყრდენი არ გააჩნდა. ესაა მისი გადაწყვეტილება, რასაც პატივისცემა სჭირდება. რაც შეეხება მის სამომავლო გეგმებს, ბუნებრივია, მოლოდინი არავის არ ჰქონდა, რომ მის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებების ნიაღვარი იოტისოდენა საფუძვლიანობის ტესტს უძლებდა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არც ერთი ავტორიტეტული ორგანიზაცია არ მიიღებს ამ ბრალდებათა წყებას მხედველობაში, როცა ისაუბრებენ თამარ ჟვანიას პირად შესაძლებლობებსა და უნარებზე, როგორც კვალიფიკაციურ მუშაკზე”,- განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან, მისი თქმით, ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად კონსულტაციები დაიწყება.

“დაიწყება კონსულტაციები და შესაძლებლობა იქნება, რომ ერთიან კანდიდატურაზე შევთანხმდეთ, ვისზეც მეტ-ნაკლებად იქნება კონსენსუსი. იმედი მაქვს, რომ იარსებებენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამ მიმართულებით კონსტრუქციულად იქნებიან განწყობილი და კონსენსუსი იქნება”,- განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები