პოლიტიკა
„ვიდრე მოსახლეობის 30% არ იქნება ვაქცინირებული, ნიღბის გარეშე გარეთ სივრცეში გადაადგილება რისკის შემცველია“
2021-06-23 11:15:13
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ვიდრე მოსახლეობის 30% არ იქნება ვაქცინირებული, ნიღბის გარეშე გარე სივრცეში გადაადგილება რისკის შემცველია.
როგორც ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, ზაფხულის განმავლობაში შესაძლებელია ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს, თუმცა არ იქნება ისეთი მაღალი ინფიცირების მაჩვენებელი, როგორიც იყო კორონავირუსის მესამე ტალღის დროს.
“ვიდრე მოსახლეობის 30% არ იქნება ვაქცინირებული, ნიღბის გარეშე გარეთ სივრცეში გადაადგილება რისკის შემცველია. ეს არ არის საქართველოში მოგონილი წესი, ეს არის ჯანმო-ს, დაავადებათა კონტროლის ატლანტის ცენტრის რეკომენდაცია, ამას თავისი განმარტება და ახსნა აქვს, ეს გამომდინარეობს კორონავირუსის გავრცელების წვეთოვანი გზიდან, რომელიც გარდა წვეთოვანი გავრცელებისა, აეროზოლის სახით ვრცელდება, განსაკუთრებით ღია სივრცეში.
არ მგონია, რომ ჩვენს ქვეყანას ემუქრებოდეს მნიშვნელოვანი მატების ტალღა, უფრო მეტი, ვიდრე მესამე ტალღა იყო. ის, რომ ჩვენ ზაფხულის განმავლობაში შესაძლებელია ინფიცირებულთა რაოდენობა მოგვემატოს, ეს ფაქტია, ზაფხულში უფრო მეტი მობილობაა, მონიტორინგი ნიღბის ტარებაზე მკაცრი ნამდვილად არ ყოფილა, დაჯარიმებულთა რაოდენობა სასაცილოა, როდესაც გაივლით ქუჩაში კარგად ნახავთ, რამდენია ნიღბის მატარებელი”, – განაცხადა ჩხაიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.
კომენტარები