პოლიტიკა
გამოძიებას ჩავატარებდი, სად დაიკარგა „ასტრაზენეკას“ 5 ათასი დოზა – ჩიხლაძე
2021-06-22 15:45:37
“გამოძიებას ჩავატარებდი, სად დაიკარგა „ასტრაზენეკას“ 5 ათასი დოზა “- ასე აფასებს “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი სერგო ჩიხლაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შეფერხების მიზეზებს.
„ეს არის ენით აღუწერელი დანაშაულებრივი გულგრილობა. როგორ შეიძლება ამხელა დეფიციტი გქონდეს, როგორ შეიძლება ვერ გათვალო? ეს ხომ მარტივია. რატომ არის 5 ათასი დოზის დეფიციტი? სად წავიდა? რატომ ვერ გაანაწილეს. ხომ უნდა დათვლილიყო ეს დოზები. ან რატომ არ შემოვიდა დროზე ეს დამატებით დოზები. ბევრი კითხვაა, ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიებასაც ჩავატარებდი, სად დაიკარგა ეს 5 ათასი დოზა, ან სად არის აცდენა. ხომ უნდა ვიცოდეთ? კრიტიკისთვის კი არ ვამბობ, ანალიზი ხომ უნდა ჩავატაროთ სად წავიდა? ეს არ არის ერთი და ორი, 5 ათასი დოზის აცდენა რატომ არის? ეს არის დანაშაულებრივი გულგრილობა, ძალიან ცუდი, საზიზღარი მენეჯმენტი. დაგემვის უნარების არარსებობა, კომპეტენციის პრობლემა“,-აღნიშნავს ჩიხლაძე.
კომენტარები