პოლიტიკა
"ე, მანდ" არ ვერევი თეატრების საქმიანობაში" - თეა წულუკიანი რუსთაველის თეატრის რუსეთში გასტროლზე
2021-06-21 13:35:56
რუსთაველის თეატრის მოსკოვში დაგეგმილ გასტროლს კულტურის მინისტრი გამოეხმაურა.
„იყვნენ ტელევიზიები, ფლაგმანები, როცა მე კულტურის მინისტრად ვინიშნებოდი, თითს მიქნევდნენ, ე, მან არ ჩაერიო, შემოქმედი ხალხის საქმიანობაშიო“. შესაბამისად, გეტყვთ, რომ „ე, მანდ“ მე არ ვერევი თეატრების საქმიანობაში და ყველა თეატრი თავად წყვეტს. ამას ჰქვია შემოქმედებითი თავისუფლება, თუ რომელ საერთაშორისო ფესტივალზე წავიდეს გასტროლით. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, საქმე უნდა გვქონდეს იმ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალთან, რომლის გამართვის ადგილი არის სწორედ რუსეთის ფედერაცია. ამ გადაწყვეტილებაში ყველა თეატრი და ყველა სამხატვრო ხელმძღვანელი თავისუფალია. კულტურის სამინისტროში ცენზურა არ არსებობს“, - განაცხადა წულუკიანმა.
კომენტარები