1 8 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნინო ლომჯარია - მთავრობას არ წარმოუდგენია დასაბუთება, რატომ არის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა გარდაუვალი საჭიროება

უწყებათაშორის საბჭოს არ დაუსაბუთებია ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის საჭიროება, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„რაც შეეხება თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების თვალსაზრისით არსებულ ვითარებას ქვეყანაში, ამ მხრივ ჩვენ ყურადღება გვაქვს გამახვილებული ამ დრომდე მოქმედ „კომენდანტის საათის“ პრობლემურობაზე. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის მარტის მდგომარეობით, პანდემიასთან დაკავშირებული მთელი რიგი შეზღუდვები მოიხსნა, საქართველოს მთავრობას არ წარმოუდგენია კონკრეტულ მეცნიერულ მეთოდზე დაფუძნებული დასაბუთება, თუ რატომ დარჩა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის დატოვების გარდაუვალი საჭიროება და მიგვაჩნია, რომ უწყებათაშორისმა საბჭომ უნდა დაასაბუთოს და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს კონკრეტულ საათებში გადაადგილების შეზღუდვა კორონავირუსის გავრცელების შეკავებაზე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები