1 9 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კახაძე: ვინც სადღეგრძელოს უგვანოდ ხმარობთ, ცუდად გადღეგრძელეს, როცა დაიბადეთ

ვინც სადღეგრძელოს უგვანოდ ხმარობთ, ცუდად გადღეგრძელეს, როცა დაიბადეთ – ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა ლადო კახაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა.

“ბოდიშს ვიხდი, საწყენად არ მიიღოთ. ძალიან ხშირად ხმარობთ სიტყვა სადღეგრძელოს, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისინი, ვინც ამას უგვანოდ ხმარობთ, ცუდად გადღეგრძელეს, როცა დაიბადეთ, ან არასწორად დაიბადეთ ამ ქვეყანაზე და ვერ შეგეგებათ თქვენი წინამორბედი თქვენს მოვლენის გასახალისებლად და ამ სიხარულის გასანაწილებლად. ამ სიტყვას დაუკვირდით. პოლიტიკოსების მოსახმარი სიტყვა არაა სადღეგრძელო. სადღეგრძელოს უკან ლიტერატურაც კარგად უნდა იცოდე, ისტორიაც უნდა იცოდე, შენი საკუთარი ცოდნა მეცნიერების იმ დარგის მიმართ, რომელიც აირჩიე, თუ გაქვთ ასეთი დარგი, არ ვიცი, პირდაპირ პოლიტიკოსები გახდით. არაფერი არ გამოგივლიათ ამ ქვეყანაზე და პირდაპირ ტრიბუნასთან დადექით. ნაწილს ეხება ეს, ყველას – არა. ეს გულს ტკენს ჩემს თაობას, რომელსაც ყველაფერი აქვს გაკეთებული, მოსულიყო და საჯარო სიტყვა ეთქვა. დალოცვილიშვილები, დედის ძუძუს რძე არ შეგშრობიათ პირზე და ასეთ რამეებს ლაპარაკობთ ტელევიზიებში, საჯარო სივრცეში. […] – თქვა კახაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები