1 8 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კახიშვილი, ბინიაშვილი და უკვე “ქართული ოცნება” - სავარაუდო კორუფციულ სქემაში ხელისუფლებაც ჩაერთო..

დეპუტატ კახი კახიშვილის და მისი მეგობრების სავარაუდო კორუფციული სქემა, რაც გულისხმობს  ევროპელი პენსიონერების ძარცვას - გრძელდება.  ეს კი  ნიშნავს იმას, რომ უკვე ადგილი აქვს სისტემურ კორუფციას, რომელშიც ხელისუფლება თავად მონაწილეობს.

არადა, კახა კახიშვილი და მისი გარემოცვა უკვე დიდი ხანია, რაც აღნიშნული თაღლითური სქემის სავარაუდო მონაწილეები არიან, თუმცა პროკურატურა ამ დრომდე,  საქმეში დეპუტატის სავარაუდო მონაწილეობაზე ღიად არ საუბრობს. ცოტა ხნის წინ, კახიშვილმა პარტიის დატოვების შესახებ ღია ეთერშიც ისაუბრა და ვითარებაც ოდნავ შეიცვალა. 

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ქართული ოცნების წევრები კახიშვილს დაემუქრნენ, რომ თუკი ის პარტიას დატოვებდა, მაშინ   საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ და ევროპელი პენსიონერების ძარცვის ბრალდებით, კახიშვილთან ერთად, მის სიძესა და აგრეთვე სავარაუდო დამფინანსებელს, მიხეილ ბინიაშვილსაც დაიჭერდნენ. დეპუტატმა კახიშვილმა უკან დახევა გადაწყვიტა. უფრო მეტიც, თავისუფლების სანაცვლოდ, მან, სავარაუდო კორუფციული სქემებით ნაშოვნი ფულის დაბრუნების დაპირება გასცა. 

 ერთადერთი რაც უწყებამ  ამ დროისთვის შეძლო, სქემაში ჩართული საქართველოს 10 და ისრაელის 1 მოქალაქეს ბრალი სწორედ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისთვის  წარუდგინა. 

ჩვენი ინფორმაციით,  შესაძლო თაღლითურ სქემაში მონაწილე რამდენიმე პირმა, დეტალურად აღწერა იმ სქემის შესახებ, რაშიც იღებდა მონაწილეობას და უფრო მეტიც, კონკრეტული გვარებიც სწორედ მათ დაასახელეს, რომელიც  სავარაუდოდ, ბინიაშვილის გარემოცვამდე და შესაბამისად, ისნის მაჟორიტარ დეპუტატთან, კახი კახიშვილთან მიდის. საქმის “ბნელი” მხარეების შესახებ იციან “ქართულ ოცნებაშიც”.. სავარაუდოდ, მმართველი პარტია გარიგდა დეპუტატთან და საშუალება მისცა მის გარემოცვას კორუფციული სქემა აღედგინა.  

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები