1 2 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

„დამემუქრნენ დამალეო სიმართლეო"- სმიტების ოჯახის მკვლელობისთვის მსჯავრდებული 20 წლის მწყემსი ალაპარაკდა

სმიტების ოჯახის მკვლელობაში მსჯავრდებული მალხაზ კობაური ამბობს, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია. ექსკლუზიური ინტერვიუ მან „მთავარ არხს“ მისცა. 

 „დამემუქრნენ დამალეო სიმართლეო. რაც მითხრეს ის ვთქვი. 2 სურათი რომ არის მკვლელების გადაღებულია. ქართულად ლაპარაკობდა რამდენიმე ადამიანი და რაიან მაიკლ სმიტს ესაუბრებოდა. უფრო უყვიროდა. 

სმიტს წაართვეს ტელეფონი და ქალს ჩანთიდან საბუთები ამოაცალეს“, – ჰყვება კობაური.

 კითხვაზე რატომ დატოვეს ის ცოცხალი დამნაშავეებმა, კობაური ამბობს, რომ სმიტების მკვლელებს სურდათ საქმე მის წინააღმდეგ აღძრულიყო. მთავარი არხის ინფორმაციით, გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მკვლელობის საქმეში ბევრი უზუსტობა აღმოაჩინეს. მათ შორისაა სამართალდამცველების რაც აჩენს ეჭვს, რომ მოწმეებზე ზეგავლენა სამართალდამცავებმა მოახდინეს.  

19 წლის მწყემსს, მალხაზ კობაურს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. საუბარია ხადის ხეობაში ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეების, რაიან და ლორა სმიტებისა და მათი ოთხი წლის შვილის მკვლელობაზე. მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები